[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თარგმანი

პოსტ-საბჭოთა საქართველო: ნაციონალიზმი, მოქალაქეობა და წინააღმდეგობები - კრებული

წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია კრიტიკული ტექსტების თარგმანები და საქართველოში ნაციონალიზმის და მოქალაქეობის თემაზე მომუშავე პროფესორებთან ჩაწერილი ინტერვიუების ციკლი. ტექსტები საქართველოში პოსტ-საბჭოთა ტრანზიციების კონტექსტში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ ცვლილებებს და ამ ფონზე გაჩენილი ნაციონალური და ეთნიკური პოლიტიკის დილემებს აანალიზებს. წარმოდგენილი ტექსტები უახლესი ისტორიის მრავალშრიანი გაგებისთვის ნაყოფიერ თეორიულ ნიადაგს ქმნის და მის საინტერესო კონცეპტუალიზებასაც ახდენს.
90-იანი წლების შემდეგ, საქართველო ეთნო-პოლიტიკური კონტექსტის მქონე ხილული და უხილავი კონფლიქტებისა და დაძაბულობების ადგილი გახდა. სისტემის ნგრევა, ცენტრსა და პერიფერიებს შორის გაჩენილი უთანხმოებები და რთულად განჭვრეტადი საერთო მომავალი, დრამატული ეკონომიკური დაღმასვლა და სიღარიბე , რეპრესიული ეთნო-ნაციონალიზმი და უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკა ახალი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა. ამ უახლოესი ისტორიის შეფასება შეუძლებელია საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკისა და მის მიერ ახალი იდენტობების წარმოების პროცესის, ასევე პოსტ-საბჭოთა პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანზიციების კრიტიკულ ანალიზის გარეშე. წარმოდგენილი ტექსტები სწორედ ამ პერსპექტივიდან ისტორიის და დღევანდელობის დანახვას ცდილობენ.

იმედი გვაქვს, რომ კრებულში წარმოდგენილი სტატიები და ინტერვიუები განსაკუთრებით საინტერესო იქნება სტუდენტებისთვის და მოქალაქეობის, ეთნიკურობის, რელიგიის თემაზე მომუშავე მკვლევრებისთვის.

თარგმანები:

ინტერვიუები:

კრებულში შესული მასალების მომზადება შესაძლებელი გახდა შვეიცარიის, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისა და ​RFSU-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“