საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
In the history of modern astronomy, there is probably no one greater leap forward than the building and launch of the space telescope known as the Hubble. While NASA has had many ups and downs, the launch and continued operation of the Hubble space telescope probably ranks next to the moon space exploration accomplishments of the last hundred years.
თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის მიზანია სამართლიანი, თანასწორი და ღირსეული უფლებრივი, პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნა ჩაგრული ჯგუფებისთვის. არადომინანტი ჯგუფების ჩაგვრისა და პოლიტიკურ, სოციალურ და სიმბოლურ დონეებზე გარიყულობის ყოვლისმომცველ კვლევას და მათი საჭიროებების, წუხილებისა და მოთხოვნების პოლიტიკურ დღის წესრიგში შეტანას.
პროგრამა მუშაობს ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ასევე ლგბტი ადამიანების და აღნიშნულ ჯგუფებში გამჭოლად ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე. აღნიშნული ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, თანასწორობის მიღწევის, პოლიტიკური და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის მიზნით პროგრამა თანადროულად იყენებს კვლევის, ადვოკატირების, სტრატეგიული სამართალწარმოების, სწავლებისა და თემის გაძლიერებასა და მონაწილეობაზე დაფუძნებული მუშაობის მეთოდებს.
რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით პროგრამის სამუშაო თემებია ფართეა და მოიცავს: სეკულარიზმის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თვითნებური პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და რელიგიის გადაკვეთის, რესტიტუციის დისკრიმინაციული პოლიტიკის, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების დისკრიმინაციული და არასეკულარული დაფინანსების, საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის საკითხებს. პროგრამა აქტიურად მუშაობს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა მუსლიმური თემების (აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, პანკისი) პოლიტიკური და სოციალური გარიყულობის პრობლემაზე და მათი სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობაზე. ამასთან, პროგრამა ცდილობს ხელი შეუწყოს საჯარო დისკუსიებში და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლაში რელიგიების როლის გადააზრებასა და მათი მონაწილეობის მხარდაჭერას.
ეთნიკური უმცირესობების თემატიკაზე პროგრამა მეტწილად მუშაობს პოლიტიკური რეპრეზენტაციის, მონაწილეობისა და სოციალურ და ეკონომიკურ მარგინალიზაციაზე მისი გავლენის საკითხებზე. ამასთან პროგრამა ცდილობს შეისწავლოს სახელმწიფოს ინტეგრაციის პოლიტიკის მოდელი, ნარატივები და ინსტიტუციური ჩარჩო.
ლგბტი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პროგრამა სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზის, ადვოკატირების, მათ შორის, სტრატეგიული სამართალწარმოების ინსტრუმენტით ცდილობს პოლიტიკური და სამართლებრივი ცვლილებების ხელშეწყობას. ორგნიზაციის სამუშაო თემები ფართეა და ის, მათ შორის, მოიცავს: სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და პრევენციასა და მსხვერპლის დაცვაზე დაფუძნებული პოლიტიკის, შეკრების თავისუფლების, ტრანსგენდერი ადამიანების იზოლაციის, ლგბტი ადამიანების სოციალური მარგინალიზაციის, სიღარიბის, განათლების, ეკონომიკური მოწყვლადობის საკითხებს. ქვიარ აქტივიზმის მხარდაჭერის მიზნით პროგრამა ცდილობს არსებული ქვიარ დღის წესრიგის კრიტიკასა და ავთენტური, ინკლუზიური, ინტერსექციული ქვიარ დღის წესრიგის შექმნისთვის დისკუსიების წახალისებას ქვიარ ფორუმების ორგანიზების გზით. პროგრამა აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ ლგბტი სათემო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა ქვიარ, ფემინისტურ, მწვანე და მემარცხენე აქტივისტურ ჯგუფებთან.
გენდერის საკითხები პროგრამას მის თემებში გამჭოლად შემოჰყავს და ცდილობს ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების, ასევე ლგბტი ჯგუფებში ქალთა სპეციფიკური ჩაგვრისა და საჭიროებების კვლევასა და ქალთა მხარდაჭერას.
ინსტრუქცია