თათული სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) გუნდში 2013-2017 წლებში მუშაობდა, ხოლო 2021 წლიდან მას შემოუერთდა, როგორც დირექტორთა საბჭოს წევრი.
ის უშუალოდ პასუხისმგებელია უხელმძღვანელოს სოციალური პოლიტიკის პროგრამა, რომლის მიზანიცაა, ერთი მხრივ ეკონომიკური და სოციალური ჩაგვრის სტრუქტურული მიზეზების გამოვლენა, მეორე მხრივ კი ეკონომიკურად და სოციალურად ჩაგრული ჯგუფების, მათ შორის მშრომელების, უსახლკაროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობისა და მათი სოციალური და ეკონომიკური ექსკლუზიის აღწერა, ასევე მათი საჭიროებების გამოვლენა და პოლიტიკურ დღის წესრიგში შეტანა. პროგრამა, აგრეთვე მუშაობს გარემოსდაცვით საკითხებზე, სადაც მნიშვნელოვანი ხდება როგორც ბუნებრივი რესურსების ათვისების პოლიტიკის კრიტიკა, ისე საჯარო სიკეთეებისა და სახელმწიფო ინტერესების კერძო სუბიექტებისათვის დათმობისადმი წინააღმდეგობის პრაქტიკები.
როგორც პროგრამის დირექტორი, თათული პასუხისმგებელია პროგრამის პოლიტიკის, სტრატეგიისა და პოზიციონირების დაგეგმვასა და პროგრამის გუნდთან ერთად მის განხორციელებაზე. მის ფუნქციებს ასევე შეადგენს პროგრამის საქმიანობისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზება, პროგრამის გუნდის საქმიანობის კოორდინაცია, გუნდის მართვა და მისი წევრების მხარდაჭერა.
პროფესიული გამოცდილება
2019-2021 დიზაინის, მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი - World Vision საქართველო
2018-2019 საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების ოფიცერი - University-Industry Innovation Network (UIIN)
2013-2017 სოციალური მკვლევარი და პროექტების კოორდინატორი - სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
თათული არის კვლევების/ანგარიშების ავტორი/თანაავტორი, რომლებიც უკავშირდება შრომისა და სათანადო საცხოვრისის უფლებებს, ადგილობრივ მოსახლეობას შორის გაჩენილი პოლიტიკური წინააღმდეგობების შემთხვევებს, გარემოსდაცვით თუ ურბანულ პროტესტებს, სადაც მოსახლეობა წინააღმდეგობას უწევდა ე.წ. განვითარების პროექტებს, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.
განათლება
2014-2015 - განვითარებად მცოდნეობის მაგისტრი - ერასმუსის უნივერსიტეტი როტერდამში (ჰააგა, ნიდერლანდების სამეფო)
2012 -2013 - საერთაშორისო ურთიერთობების გაცვლითი პროგრამა - ჩარლის უნივერსიტეტი (პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა)
2010 – 2011 - სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯი, ბეატრისი, ნებრასკა (აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გაცვლითი პროგრამა)
2009 – 2013 - სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი