ელენე 2016 წლიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) გუნდის წევრია. ის ორგანიზაციული განვითარების მენეჯერის პოზიციას იკავებს და მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებებია - ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიული ხედვის შემუშავება და მისი სათანადო დანერგვა. ორგანიზაციული მართვის მონაწილეობითი და ეფექტიანი სისტემის მუშაობის უზრუნველყოფა, მათ შორის, შიდა-საკომუნიკაციო სისტემების მართვა, საკადრო პოლიტიკის აღსრულება და ორგანიზაციის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელობა. აგრეთვე, მისი საქმიანობა მოიცავს ორგანიზაციის გარე კომუნიკაციის და პოზიციონირების მონიტორინგს.
პროფესიული გამოცდილება
2016-2018: კომუნიკაციების მენეჯერი - სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC);
2014-2016: კომუნიკაციების მენეჯერი - მედია გამოცემა „ლიბერალი;
2011-2013: გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი - მედია ჰოლდინგი „დეკომი“ (ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“; ჟურნალი „ლიბერალი“; ჟურნალი „ბიზნესი“);
ის აგრეთვე საფრანგეთში, სტაჟირების პროგრამების ფარგლებში მუშაობდა 2 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში კომუნიკაციის მენეჯერის და პროექტების კოორდინატორის ასისტენტის პოზიციაზე.
განათლება
2013-2014: კომუნიკაციის ადმინისტრირება და მენეჯმენტი (მაგისტრის ხარისხი) - ტულუზის უნივერსიტეტი (Capitole 1);
2009-2010: საჯარო მართვა - მართვისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფრანკოფონული ინსტიტუტი/ლიეჟის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მაგისტრის ხარისხი; ბულგარეთი/ბელგია);
2005-2009: ფრანგული ენის ფილოლოგია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/პოლ-ვალერი მონპელიე 3 (ბაკალავრის ხარისხი, საქართველო/საფრანგეთი).