თამთა სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის დაფუძნებიდან ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრია და სხვა პროგრამების დირექტორებთან ერთად ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. ის უშუალოდ პასუხისმგებელია თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის მართვასა და კოორდინირებაზე. პროგრამა ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკასა და არადომინანტი ჯგუფების (რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ასევე ლგბტქი ადამიანების) ჩაგვრისა და პოლიტიკურ, სოციალურ და დისკურსულ დონეებზე მათი გარიყულობის საკითხებზე მუშაობს და საქმიანობაში კვლევის, ადვოკატირების, სტრატეგიული სამართალწარმოების და ცოდნის გადაცემის ინსტრუმენტებს იყენებს. როგორც პროგრამის დირექტორი, მისი უშუალო ვალდებულებაა პროგრამის სტარტეგიულ განვითარებაზე, ხედვასა და დღის წესრიგზე მუშაობა, ფინანსური რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფა, პროგრამის თანამშრომლების საქმიანობის კოორდინირება და მხარდაჭერა.
პროფესიული გამოცდილება
2015-დღემდე: ასოცირებული პროფესორი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
2009-2013: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი და ადამიანის უფლებათა მკვლევარი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში;
2009: მრჩეველი - ეროვნული უშიშროების საბჭოში;
2005-2009: მრჩევლი-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში.
თამთა არის 10-მდე კვლევის/ანგარიშის ავტორი/ხელმძღვანელი, რომელიც შეკრების და რელიგიის თავისუფლების, სეკულარიზმის, ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობის, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის საკითხებს უკავშირდება.
განათლება
2006-2008: სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, საჯარო სამართლის მაგისტრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2002- 2006: სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ბაკალავრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის.