[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თარგმანი

მოქალაქეობა და სოციალური კლასი - ტ.ჰ. მარშალი

ნუთუ, მართალია, რომ მოქალაქეობის არსით გაჯერებული და მოქალაქეობის ფორმალურ უფლებებში განსხეულებული საბაზისო თანასწორობა სოციალურ კლასთა შორის არსებულ უთანასწორობასთან თავსებადია? ვვარაუდობ, რომ ჩვენი საზოგადოების აზრით, ეს ორი რამ ჯერ კიდევ თავსებადია და თავად მოქალაქეობა, გარკვეული თვალსაზრისით, იქცა კიდეც სოციალური უთანასწორობის ლეგიტიმურ არქიტექტორად. ნუთუ, ჯერ კიდევ მართალია, რომ საბაზისო თანასწორობა კონკურენტული ბაზრის შეზღუდვის გარეშე შეიძლება შეიქმნას და შენარჩუნდეს? რა თქმა უნდა, არა. [...] თუმცა ისიც ასევე ნათელია, რომ ბაზარი - საზღვრების ფარგლებში - კვლავ ფუნქციონირებს. სწორედ აქ შეიძლება წარმოიქმნას პრინციპთა ის შესაძლო დაპირისპირება, რომელსაც გამოკვლევა სჭირდება. მესამეც, საინტერესოა, რა გავლენას ახდენს აქცენტის გადატანა ვალდებულებებიდან უფლებებზე? არის თუ არა თანამედროვე მოქალაქეობის ეს გარდაუვალი მახასიათებელი მართლაც გარდაუვალი და შეუქცევადი? და ბოლოს, უნდა ვიკითხო, არსებობს თუ არა იმგვარი საზღვრები, რომელთაც ვერ გადალახავს სოციალური თანასწორობისკენ მოდერნული სწრაფვის სურვილი? ვგულისხმობ საზღვრებს არა ეკონომიკური დანახარჯების კუთხით (ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე ეკონომისტებისთვის მიმინდია), არამედ იმ საფუძვლების შინაგან საზღვრებს, რომლებიც სწრაფვის სურვილს ასაზრდოებენ. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს სწრაფვა ბოლო საფეხურია მოქალაქეობის ევოლუციისა, რომელიც ორას ორმოცდაათი წლის მანძილზე მუდმივად ვითარდებოდა. შესაბამისად, ჩემს პირველ ამოცანას [ინგლისის] ნიადაგის ქექვით იმ საფუძველის შექმნა წარმოადგენს, რომლითაც თანამედროვე პრობლემებზე მივიტანთ იერიშს.

თარგმანი სრულად იხ. მიმაგრებულ ფაილში

მოქალაქეობა_და_სოციალური_კლასი_1651152395.pdf

ამავე თემაზე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“