[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / კვლევა

დაფინანსება, როგორც რელიგიური ორგანიზაციების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების იარაღი: 2020-2024 წლებში რელიგიური ორგანიზაციების საბიუჯეტო დაფინანსების პრაქტიკის ანალიზი

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  41

გამოცემის წელი:  2025

მკვლევრები: 

დაფინანსება_1760951120.pdf

შესავალი

საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკა, ყოველწლიურად, სეკულარიზმის, ნეიტრალურობისა და პლურალიზმის პრინციპების უგულებელყოფის და   საბიუჯეტო რესურსების დისკრიმინაციული  გადანაწილების ფონზე წარიმართება, რაც  საჯარო სახსრებსა და  რესურსებზე  რელიგიური ორგანიზაციების  მკვეთრად ასიმეტრიულ წვდომას განაპირობებს.[1]

წინამდებარე დოკუმენტი, 2020-2024 წლების სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების, მთავრობის განკარგულებებისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციების შესწავლის გზით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ოთხი რელიგიური გაერთიანების (ისლამური, იუდეური,  რომაულ-კათოლიკური და სომხური-სამოციქულო ეკლესია) საბიუჯეტო დაფინანსების შესწავლასა და გადაცემული ფინანსური რესურსების ურთიერთშედარებას ისახავს მიზნად.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სახელმწიფო დაფინანსების ყველაზე დიდ წილს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია  და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები იღებენ. მართლმადიდებელი ეკლესიის საბიუჯეტო დაფინანსება  ყოველწლიური მზარდი დინამიკით ხასიათდება. საანგარიშო პერიოდში, იგი ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან და მთავრობის განკარგულებების საფუძველზე ჯამში, 283,312,365 ლარით დაფინანსდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების პირობების მიუხედავად, პრაქტიკაში მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფოსგან არა ზიანის ანაზღაურების ლოგიკით, არამედ პირდაპირი სუბსიდირების წესით ფინანსდება, რაც უხეშად არღვევს სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს  და  სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაუშვებელი ურთიერთდამოკიდებულების რისკებს რადიკალურად ზრდის.

ოთხი რელიგიური ორგანიზაციის მიერ მიღებული საბიუჯეტო სახსრების ოდენობა მცირეა და მართლმადიდებელი ეკლესიის ჯამურ დაფინანსებას ათჯერ ჩამორჩება. ბოლო ხუთ წელიწადში, ოთხივე რელიგიური გაერთიანებისათვის მხოლოდ 26,527,671 ლარი იქნა გათვალისწინებული. ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემული სახსრებისგან განსხვავებით, სახელმწიფო დეტალურად აკონტროლებს ოთხი რელიგიური გაერთიანებისთვის გაცემული ფინანსების მიზნობრიობასა და ხარჯვას.

კვლევის ფარგლებში, ასევე იგეგმებოდა, 2020-2024 წლებში, სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციებისათვის გადაცემული უძრავი ქონების ფაქტობრივი ანალიზიც. ამისთვის  სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს  საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განცხადებით მიმართა  და სეგრეგირებული მონაცემების მოწოდება სთხოვა სააგენტოს მიერ 2020-2024 წლებში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებზე/ადგილობრივ ეპარქიებსა და ინდივიდუალურ სასულიერო პირებზე გადაცემული უძრავი ქონების შესახებ. განცხადების პასუხად, სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო 2024 წლის 2 ოქტომბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრს საჯარო კორესპონდენციით გამოეხმაურა, რომელშიც  2020 წლის  იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით, პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემული ქონების ნუსხაა მითითებული. თუმცა, სააგენტოს მიერ გამოგზავნილი ნუსხა არ  აკონკრეტებდა უძრავი ქონების სახეს, მის დანიშნულებასა და მისი გადაცემის ფორმას. არასრულად მოწოდებული ინფორმაციის დაზუსტების მოთხოვნით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2024 წლის 10 ოქტომბერს, სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ხელახლა მიმართა და რელიგიური ორგანიზაციებისათვის გადაცემული ქონების ერთგვაროვანი, სეგრეგირებული სახით მოწოდება სთხოვა,[2] თუმცა სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ, ამ დრომდე არ უზრუნველყო მასზე დაკისრებული კანონისმიერი ვალდებულების შესრულება და მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გამოგზავნა, რის გამოც, რელიგიური ორგანიზაციებისათვის გადაცემული უძრავი ქონების კვლევის მიზნებისათვის გაანალიზება  ვერ მოხერხდა.

 

დაფინანსება_1760951120.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების პოლიტიკა 2014-2015 წლების პრაქტიკის ანალიზი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/YrmjxXp0

[2]სოციალური სამართლიანობის ცენტრის 2024 წლის 10 ოქტომბრის განცხადება N134868/ც,საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ.

[3]2020-2024 წლებში 45 მუნიციპალიტეტისა და 4 თვითმმართველი ქალაქის მიერ გამოყოფილი თანხები დათვლილია, თითოეულ წელს, ყოველი მუნიციპალიტეტის მიერ საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული თანხების ჯამის მიხედვით- 1.ადიგენის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 70 86); 2.მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 02 04);  3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 04); 4.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 02 04); 5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 06); 6. გორის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი:05 03); 7. ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 02 04); 8. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 02 09); 9. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 04); 10. ხონის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი; 05 06); 11. ასპინძის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 04); 12.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 02 06); 13.  ხაშურის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 02 07); 14. ვანის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 02 04); 15.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 02 04); 16.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 02 03); 17. ქარელის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 02 10); 18.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი:05 05); 19. დმანისის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 03); 20.  კასპის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 02 04); 21. წალკის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 03); 22. თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 04); 23.დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020- 2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 04); 24. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 07); 25. ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 04) 26. თიანეთის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი:05 02); 27. სენაკის  მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 05); 28. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 03); 29. საჩხერის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 04);  30.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 02 03); 31.აბაშის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 02 04); 32. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი:  7.8 4);  33. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 04); 34. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 02 04); 35. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 02 04); 36. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 04); 37. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 03); 38. ყვარლის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 02 03); 39. ცაგერის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (05 04); 40. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 02 03); 41.სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (05 04);  42. ახალგორის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 04); 43.ხობის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი:05 04); 44. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 04) 45. აჟარის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები; 46.  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 05 02 04); 47. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 7084); 48. ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი: 7084); 49. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ბიუჯეტები (პროგრამული კოდი:05 03)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“