საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


გუშინ, 19 ნოემბერს, პატიმრობაში მყოფი მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე, პოლიციამ აქციის 13 მონაწილე დააკავა. აქციის მონაწილეები თსუ-ის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით გაემართნენ მელიქიშვილის გამზირისკენ, სადაც ერთი წლის წინ მათე დევიძე დააკავეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალება არ მისცა.
მსვლელობის დაწყებიდან მალევე დააკავეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან ხუსკივაძე. დაკავებები გაგრძელდა პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზეც, აქციის მონაწილეებმა კაკაბაძეზე მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც მარშის მონაწილეებს მელიქიშვილის გამზირის გადაკეტვის უფლება პოლიციამ არ მისცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, მოქალაქეები კი აპროტესტებდნენ, რომ ტროტუარზე საკმარისი ადგილი აღარ იყო, შესაბამისად გზის სავალ ნაწილზე მათი გადასვლა ბუნებრივად ხდებოდა. ამასთან, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიცია საჭიროების გარეშე იყენებს ძალას აქციის მონაწილეების მიმართ და მათ ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და განმარტების გარეშე, ჯგუფურად აკავებს.
აღსანიშნავია, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, შეკრების უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით და შეკრებისთვის საჯარო სივრცის გამოყენებას ევროპული სასამართლო ისევე ლეგიტიმურად მიიჩნევს, როგორც, სხვა ნებისმიერი მიზნით, შესაბამისად, გზის სავალი ნაწილის დროებითი დაკავება არ უნდა გახდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი, როდესაც პროტესტის ადგილს მისი მონაწილეებისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
“ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკაში უკვე აამოქმედა ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის ჯერ 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
12 ნოემბერს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) გამოაქვეყნა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება, რომელშიც, მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ ნაკლებად მკაცრი ალტერნატიული სანქციების არარსებობა ძირს უთხრის პროპორციულობის პრინციპს და ოდირი საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს.
ბოლო დღეებში, პოლიციის ქმედებები, როდესაც მარშის მონაწილეებს, ხშირ შემთხვევაში არათუ გზის სავალ ნაწილზე, არამედ გარკვეულ ქუჩებზე, მათ შორის, ტროტუარზე გადაადგილების საშუალებაც არ ეძლევათ, აჩვენებს, რომ “ქართული ოცნება” არა მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრებით, არამედ მისი სრული უგულებელყოფითაც ცდილობს აქციის მონაწილეების შევიწროებას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ინსტრუქცია