[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / კვლევა

ადამიანური უსაფრთხოება გამყოფ ხაზებთან: საქართველოს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პერიპეტიები

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  49

გამოცემის წელი:  2025

მკვლევრები:  თეონა ფირანიშვილი

ადამიანური_უსაფრთხოება_გამყოფ_ხაზებთან_1744112094.pdf

ნაწილი I

ადამიანური უსაფრთხოება სასაზღვრო ზონებში

საზღვრები გეოგრაფიული მახასიათებლებია - რუკებზე გავლებული ხაზები, რომლებიც ერთ სახელმწიფოს მეორესგან გამოყოფენ. საზღვრები ასევე წარმოადგენს იმ იურიდიულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ რეალობებს, რომლებიც ერთ მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთისგან აშორიშორებენ და საზღვრავენ სუვერენულ პასუხისმგებლობას კონკრეტული მოსახლეობის მიმართ. როდესაც საზღვრები ივლება, ისინი ხდება სოციალური და პოლიტიკური წესრიგის მახასიათებლები, რომლებიც სტრუქტურაში აქცევენ ინდივიდუალური და სათემო ცხოვრების ყველა ასპექტს, როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირაც. მაგრამ, როდესაც საზღვარი საკამათო ხდება, როდესაც არ არსებობს შეთანხმება იმის თაობაზე, თუ სად უნდა გაიაროს სასაზღვრო ხაზმა და ვინ უნდა მოექცეს მის რომელიმე მხარეს, საზღვარი ხდება დავის საგანი და დაძაბულობის მიზეზი, რომელიც ორივე მხარეს მცხოვრებ საზოგადოებებზე ახდენს გავლენას.

მეზობელ სახელმწიფოებს შორის სადავო სასაზღვრო ტერიტორია ხშირად ხდება ხოლმე შეიარაღებული დაპირისპირებისა და კონფლიქტის ადგილი. საზღვრის არცნობა წარმოადგენს სახელმწიფოს პირდაპირ გამოწვევას და შეიძლება აგრესიის გამოვლინებადაც ჩაითვალოს, რადგან საზღვარი სახელმწიფო ტერიტორიის განმსაზღვრელია. ამ მიზეზით, უსაფრთხოების ყველაზე ტრადიციული გაგება, რომელიც გულისხმობს სამხედრო საშუალებებით ტერიტორიის კონტროლს, ყველაზე თვალსაჩინო სწორედ საკამათო სასაზღვრო ტერიტორიებზე ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტრადიციული შეიარაღებული კონფლიქტები სახელმწიფოებს შორის შედარებით გაიშვიათდა საერთაშორისო სისტემაში, სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტების გაღვივების საფრთხე ყველაზე დიდი ალბათობით სწორედ სასაზღვრო სასაზღვრო ზონებში არსებობს და ემუქრება როგორც სახელმწიფოების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას.

სახელმწიფოს მიერ ეროვნული თავდაცვისკენ გადადმული ნაბიჯები, შესაძლოა მძიმე ტვირთად დააწვეს მოსახლეობას. ცხადია, სადავო სასაზღვრო ზონებში მცხოვრები თემების უსაფრთხოება და დაცულობა განიცდის არა მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტებისა და მილიტარიზებული სტრატეგიების უარყოფით ზეგავლენას, არამედ სახელმწიფოს უჭირს ამ ზონების მოსახლეობისთვის საჭირო სერივსების მიწოდებაც. შედეგად, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ზეგავლენა ასუსტებს სახელმწიფოს და კიდევ უფრო აუარესებს კონფლიქტურ სიტუაციას საზღვარზე, რაც, თავის მხრივ, ქმნის ძალადობისა და დესტაბილიზაციის მავნე წრეს, რომელიც კიდევ უფრო აღრმავებს კონფლიქტს და ამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას.

ადამიანური უსაფრთხოების კონცეფცია გვთავაზობს უსაფრთხოების სტეიტისტური გაგების ალტერნატივას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ეროვნული თანდაცვა დამოკიდებულია ადამიანების და ზოგადად, მოსახლეობის კეთილდღეობაზე. განსხვავებით უსაფრთხოების ტრადიციული გაგებისგან, ადამიანური უსაფრთხოება მას ჰუმანოცენტრული პერსპექტივიდან განიხილავს და უსაფრთხოების დისკურსში შემოაქვს ისეთი კრიტიკული კომპონენტი, როგორიცაა ინკლუზია და ადამიანური ფაქტორის გათვალისწინების პრიორიტეტი. შესაბამისად, ადამიანური უსაფრთხოების კონცეფცია უსაფრთხოების პოლიტიკის საყრდენად სოციო-ეკონომიკურ განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას მოიაზრებს. ამ პერსპექტივიდან, ეროვნული უსაფრთხოების მიზანი მოსახლეობის უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა (და არა ტერიტორიის უსაფრთხოება). ეს მიდგომა თავდაყირა აყენებს ტრადიციულ სტრატეგიულ გათვლებს, რომლებიც ამართლებს ადამიანის უფლებების დარღვევისა და კეთილდღეობის მოშლის ხარჯზე ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვებას. ამგვარად, ადამიანის უსაფრთხოების იმპერატივზე დაფუძნებული მიდგომა სადავო სასაზღვრო ზონებისადმი მოითხოვს ინტერესების, სტრატეგიის და პერსპექტივის იმგვარ ცვლილებას, რომელიც

სადაო საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა ზარალდება არა მხოლოდ მიმდინარე კონფლიქტით, არამედ ასევე სახელმწიფოს უუნარობით დაიცვას მათი უფლებები და უზრუნველყოს ადგილობრივი თემები იმგვარი სერვისებით, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი ადამიანური უსაფრთხოებისთვის. ადმინისტრაციული გამყოფი ხაზები, რომლებიც საქართველოს მათი თვითაღიარებული ტერიტორიებიდან - სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთისგან ყოფენ, წორედ ამგვარ პრობლემას ქმნის. წინამდებარე სტატიაში განხილულია ის გამოწვევები, რომლებიც საქართველოს სადაო სასაზღვრო ზონებში მცხოვრები მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება. მსოფლიოს სხვადასხვა კონტექსტის შესაბამის გამოცდილებაზე, კანონებსა და პოლიტიკებზე დაყრდნობით, წინამდებარე სტატია განიხილავს თუ როგორ ახერხებს სახელმწიფო შეასრულოს საკუთარი ვალდებულება და დაიცვას ადამიანური უსაფრთხოება სადაო სასაზღვრო ტერიტორიებზე.

ადამიანური_უსაფრთხოება_გამყოფ_ხაზებთან_1744112094.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“