საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
თეონა სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) გუნდს 2018 წლის აგვისტოდან შეუერთდა. ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამაში მუშაობს და მისი საქმიანობის სფერო არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკური და სოციალური გარიყულობისა და უფლებების დაცვის საკითხებს უკავშირდება. თეონა პასუხისმგებელია აღნიშნული სოციალური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის დოკუმენტირებაზე, სახელმწიფო პოლიტიკის მონიტორინგსა და ადვოკატირებაზე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, კვლევების,/პოლიტიკის დოკუმენტების/რეკომენდაციების პაკეტის მომზადებაზე, შესაბამის თემთან სისტემური კომუნიკაციის და თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მიმდინარე პროექტების კოორდინირებაზე.
პროფესიული გამოცდილება
2018: უფროსი კონსულტანტი - დონორთა კოორდინაციის და კომუნიკაციის სამმართველო, საქართველოს უზენაესი სასამართლო;
2013-2018: უფროსი სამართლებრივი მრჩეველი - საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
2012-2013: სტაჟიორი - საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
განათლება
2016-2017: საერთაშორისო საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა - ლეიდენის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ჰოლანდია;
2013-2015: საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2009-2013: სამართალმცოდნეობა (ბაკალავრი) - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.
ინსტრუქცია