საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მშვიდობის მშენებლობა საჭიროებს მდგრად და თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც დაეფუძნება არსებული გამოცდილების და ისტორიის კრიტიკულ შეფასებას და პოლიტიკურ კონსენსუსს სამშვიდობო პოლიტიკის ახალ მიდგომებთან და სტრატეგიებთან დაკავშირებით. საქართველოში მშვიდობის მშენებლობის იდეისა და პოლიტიკის მიმართ ინტერესი იკლებს და ეს საკითხები პოლიტიკურ დღის წესრიგში სულ უფრო ნაკლებად გვხვდება.[1] ცენტრალური ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა ამ დრომდე 2010 წელს შემუშავებულ ჩართულობის სტრატეგიას ეყრდნობა, რომელიც აღარ შეიძლება პასუხობდეს რეგიონში არსებულ ცვლად პოლიტიკურ რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ადამიანების უფლებათა და ჰუმანიტარული დისკურსი გაძლიერდა, რაც ასევე ეყრდობა ჩართულობის გაძლიერების იდეებსაც (მათ შორის, პოზიტიურად უნდა შეფასდეს 2018 წელს, პროგრამის, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, შემუშავებაც) მან არსებითად ვერ გააუმჯობესა სამშვიდობო პოლიტიკა და მდგომარეობა. წლებთან ერთად მძიმდება კონფლიქტის რეგიონებში და მის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების სოციალური და უფლებრივი მდგომარეობა და ჰუმანიტარული კრიზისები.
პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ 2021 წელს საქართველოს მთავრობამ ჩართულობისა და დეოკუპაციის პოლიტიკის გადახედვის პროცესი დაიწყო. თუმცა ახალი/განახლებული სტრატეგიის დოკუმენტებზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა და მათი შედეგების შეფასება შეუძლებელია. უფრო მეტიც, სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ამ დრომდე არ მოუწოდებიათ წინა წლების ჩართულობის სტრატეგიის შესრულების შეფასების დოკუმენტი და ამ დოკუმენტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მთავრობის ხედვის პროექტი.
წარმოდგენილი დოკუმენტის მიზანია, სახელმწიფოს ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში შესთავაზოს რამდენიმე ალტერნატიული ხედვა და იდეა, რომელიც, ჩვენი აზრით, ჩართულობის განახლებული სტრატეგიის ნაწილი უნდა გახდეს.
არსებული მდგომარეობის შეფასების და ხედვების შემუშავების პროცესში სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაეყრდნო როგორც უკვე არსებულ პოლიტიკის დოკუმენტებს და კვლევებს, ასევე ორგანიზაციის ბოლო პერიოდის დაკვირვებებს და შეფასებებს კონფლიქტის რეგიონებში და მის მიმდებარედ შექმნილ უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. დოკუმენტთან დაკავშირებით, კონსულტაცია გავიარეთ ჩვენს მიერ წინასწარ შერჩეულ ექსპერტებთან,[2] რომლებმაც დოკუმენტი განიხილეს და მოიწონეს, ვიდრემას სახელმწიფო უწყებებს გავუზიარებთ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მადლობას უხდის მათ გამოცდილების და ცოდნის გაზიარებისთვის.
დოკუმენტი მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „სამშვიდობო პოლიტიკის პოზიტიური ტრანსფორმაცია კვლევისა და ადვოკატირების გზით“, ფარგლებში. მიმოხილვაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.
[1] შერიგებისა და ნდობის აღდგენის მოჩვენებითი ქართული პოლიტიკა. იხ ინტერვიუები ექსპერტებთან: https://socialjustice.org.ge/ka/products/sherigebisa-da-ndobis-aghdgenis-mochvenebiti-kartuli-politika; ასევე იხ. კონფლიქტის რეგიონები და ადამიანის უფლებები პარტიების წინასაარჩევნო ხედვებში - 2020, https://socialjustice.org.ge/ka/products/konfliktis-regionebi-da-adamianis-uflebebi-partiebis-tsinasaarchevno-khedvebshi-2020.
[2] პაატა ზაქარეიშვილი - კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი; ნათია ჭანკვეტაძე - მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარი; მალხაზ სალდაძე - პოლიტოლოგი; მიხეილ მირზიაშვილი - განვითარების და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე.
[1] Мнимая грузинская политика примирения и укрепления доверия. См. интервью с экспертами: https://socialjustice.org.ge/ka/products/sherigebisa-da-ndobis-aghdgenis-mochvenebiti-kartuli-politika; См. также Конфликтные регионы и права человека в предвыборном видении партий - 2020, https://socialjustice.org.ge/ka/products/konfliktis-regionebi-da-adamianis-uflebebi-partiebis-tsinasaarchevno-khedvebshi-2020
[2] Паата Закареишвили - конфликтолог, бывший госминистр по вопросам примирения и гражданского равноправия; Натиа Чанкветадзе – исследователь мира и конфликтов; Малхаз Салдадзе - политолог; Михаил Мирзиашвили - председатель Центра развития и демократии.
ინსტრუქცია