საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2022 წლის, 16 იანვარს 52 წლის ზურაბ ქირია დევნილთა საცხოვრებლის სახურავიდან გადმოხტა და თავი მოიკლა.
ეს ტრაგიკული შემთხვევა იმ დასახლებაში მოხდა, სადაც დევნილები 1993 წლიდან არიან შესახლებულები, ავარიულ შენობაში და უმძიმეს საყოფაცხოვრებო პირობებში. ზურაბ ქირიას თვითმკვლელობაც ხელისუფლების მხრიდან ყურადღების მიქცევის მცდელობის ტრაგიკული შემთხვევა იყო.
როგორ და რა პირობებში ცხოვრობენ დღეს დევნილები და როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა მათ მიმართ? როგორია განსახლების სტრატეგიები და როგორია დევნილების განწყობები ამ საკითხებზე?
დისკუსიის მომხსენებლები იქნებიან: იულია ხარაშვილი, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"; მალხაზ თორია, ისტორიკოსი; ზურა წურწუმია, მედია მკვლევარი.
ინსტრუქცია