საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
15 ივნისს, სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) ფეისბუქ გვერდზე გაიმართა დისკუსია - "კონფლიქტების ტრანსფორმაცია - მისი მნიშვნელობა და გამოცდილებები საქართველოში".
მომხსენებლები:
მოდერატორი - თეონა ფირანიშვილი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
საქართველოში არსებულ კონფლიქტებს 30 წლის განმავლობაში არ განუცდია რადიკალური პოზიტიური ტრანსფორმაცია და კონფლიქტის რეგიონებთან დაკავშირებული პოლიტიკა დღემდე საჭიროებს კრიტიკულ გადააზრებას და ახალ განვითარებას. 2008 წლის ომის შემდეგ კონფლიქტების მხოლოდ საერთაშორისო განზომილებაში გადატანამ პრაქტიკულად აღარ დატოვა სივრცე პოლიტიკურ დღის წესრიგში, იმისათვის რომ მხარეებს ემუშავათ ნდობის და მშვიდობის მშენებლობის გრძელვადიან პერსპექტივებზე. დღევანდელი პოლიტიკური რეალობა კვლავ სტატუს კვოს და ნეგატიური მშვიდობის შენარჩუნებას ემსახურება, იმ ფონზე, როდესაც განგრძობადი და მოუგვარებელი კონფლიქტები მწვავე უფლებრივი და ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშე აყენებს ყველა მხარესა და ხალხს, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა.
დისკუსიის ფარგლებში მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვიმსჯელეთ, თუ რას გულისხმობს კონფლიქტების ტრანსფორმაციის იდეა, რა ეტაპები გაიარა საქართველოში არსებულმა კონფლიქტებმა ამ მიმართულებით და რა პერსპექტივები არსებობს დღეს პოზიტიური ტრანსფორმაციის და მშვიდობის მშენებლობისთვის.
ინსტრუქცია