[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / ვიდეო / ანალიტიკა

გალი - ორმაგი გამოტოვების ადგილი

26 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართ ონლაინ დისკუსია თემაზე : “გალი - ორმაგი გამოტოვების ადგილი”

მომხსენებლები:

  • მალხაზ თორია - ისტორიკოსი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი,
  • ზურა წურწუმია - მკვლევარი,
  • ელიკო ბენდელიანი - მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი,
  • თამარ გვარამაძე - სახალხო დამცველის მოადგილე.

მოდერატორი - თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პროგრამის დირექტორი.

2021 წლის 12 სექტემბერს ცნობილი გახდა აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება სრულად აიკრძალა. ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, დასრულდა გალის სკოლების აფხაზურ საგანმანათლებლო სისტემაში ასიმილაციისა და რუსიფიკაციის პროცესი, რომელიც წლების წინ წამოიწყო.

დისკუსიის მიზანი აღნიშნულ საკითხზე მრავალშრიანი ფიქრის და მსჯელობის სივრცის შექმნა იყო.

საჯარო დისკუსიის ფარგლებში სხვადაასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად ვიმსჯელეთ გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებრივ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე. დისკუსიის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გალში მცხოვრები ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების სრულად შეზღუდვის გადაწყვეტილებებს და ვიმსჯელეთ ამ პრაქტიკის სამართლებრივ, სოციალურ და პოლიტიკურ განზომილებებზე. მათ შორის, იმაზე თუ რა პოლიტიკას და ძალისხმევას მიმართავს საქართველოს მთავრობა გალში მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად და რამდენად სისტემური, თანმიმდევრული და ჯეროვანია ეს მცდელობები.

დისკუსია გაიმართა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში „სამშვიდობო პოლიტიკის პოზიტიური ტრანსფორმაცია კვლევისა და ადვოკატირების გზით“.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“