[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / თარგმანი

დე ფაქტო ქვეყნების უჩვეულო გამძლეობა აფხაზეთი, დნესტრისპირეთი, ჩრდილოეთ კვიპროსი - თომას დე ვაალის სტატიების მიმოხილვა

მიმოხილვის ავტორი: კონსტანტინე ჩაჩიბაია

ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და მკვლევარი თომას დე ვაალი პუბლიკაციაში „გაურკვეველი საფუძვლები“ (Uncertain Grounds) ცდილობს, შეისწავლოს უჩვეულო გამძლეობით გამორჩეულ დე ფაქტო სახელმწიფოებს შორის არსებული განსხვავებები და მსგავსებები. ამ ტერიტორიებზე წარმოშობილი კონფლიქტების დინამიკის განხილვის ფონზე, დე ვაალი მსჯელობს კონფლიქტების მოგვარებაში ევროკავშირის ჩართულობაზე, აანალიზებს ამ ჩართულობის პროცესში დაშვებულ შეცდომებს და მომავლის შესაძლებლობებს.

დე ვაალის ტექსტის მოკლე მიმოხილვის მომზადების მიზანია, კონფლიქტების გეოპოლიტიკურ წახნაგებთან ერთად, ქართველ მკითხველს გავაცნოთ აფხაზეთში, დნესტრისპირეთში და ჩრდილოეთ კვიპროსში საზოგადოებების განწყობები, კონფლიქტის ტრანსფორმაციის სხვადასხვა გამოცდილება და საერთაშორისო ჩართულობის განსხვავებული მოდელები.

თომას დე ვაალი „კარნეგი ევროპის“ წამყვანი მკვლევარია და აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონს შეისწავლის. მას კავკასიასთან, შავი ზღვის რეგიონსა და რუსეთთან ხანგრძლივი ჟურნალისტური და სამწერლო საქმიანობა აკავშირებს და იგი ამ რეგიონების შესახებ დაწერილი არაერთი წიგნის ავტორია.

დე ვაალის ზემოხსენებული პუბლიკაციის სრული ვერსია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ. პუბლიკაციის შესავალი ნაწილი და აფხაზეთის შესახებ თავის სრული თარგმანი ქართულ ენაზე კი ხელმისაწვდომია აქ. ქვემოთ მოცემული ტექსტი წარმოადგენს დე ვაალის პუბლიკაციიდან აფხაზეთის, დნესტრისპირეთის და ჩრდილოეთ კვიპროსის შესახებ თავების შემოკლებულ მიმოხილვას.

დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

თომას_დე_ვაალის_სტატიების_მიმოხილვა_1625747844.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“