[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / სტატია

საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკა და ექსტრაქტივისტული მიდგომები

თორნიკე ჩივაძე 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) გთავაზობთ სტატიას კრებულიდან - "ექსტრაქტივისტული გადაკვეთები პოლიტიკა, ეკოლოგია და სოციალური ველი"

თორნიკე ჩივაძე – ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსტეტის მაგისტრანტი. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციების საკითხებს, კაპიტალიზმის ვარიაციების ანალიზს, ინდუსტრიული პოლიტიკის და განვითარების პოლიტ-ეკონომიკის კველვას.

[მაკროეკონომიკული მონაცემებიდან] გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველო მთლიანობაში არ წარმოადგენს ექსტრაქტივისტულ ეკონომიკას. იმის მიუხედავად, რომ რეგიონულ დონეზე – მაგალითად, ჭიათურაში, ტყიბულსა და კაზრეთში – ჩვენ ვხვდებით ერთგვარად „მინიექსტრაქტივისტულ“ მოდელებს, რომლებიც იმეორებენ ექსტრაქტივისტული ეკონომიკის მახასიათებლებს – სამუშაო ძალის კანონგარეშე ექსპლუატაციას, კერძო კომპანიების პოლიტიკურ დომინაციას ადგილობრივებზე, ფორმალური დასაქმების მონოსექტორულ (ან მონოინდუსტრიულ) ბაზარს, ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციას და სხვ. („მწვანე ალტერნატივა“ 2018). კერძოდ, როდესაც ბაზარზე არის ერთი (ან რამდენიმე) ძირითადი მყიდველი, რომელსაც ერთპიროვნულად შეუძლია ფასის დაწესება რაიმე პროდუქტის ან სამუშაო ძალის შესყიდვაზე, სახეზეა

მონოფსონია. მონოფსონიის კლასიკური მაგალითია ქარხანაზე დაფუძნებული ქალაქები. სწორედ ასეთი შემთხვევები გვაქვს ჭიათურაში, ტყიბულსა და კაზრეთში, სადაც სამრეწველო კომპანიები მონოფსონიებია. ასეთ რეგიონებში ასევე განსაკუთრებით მაღალია მუნიციპალიტეტების ფინანსური დამოკიდებულება ცალკეულ კომპანიებზე, რაც საბოლოოდ კომპანიების გაზრდილ საზოგადოებრივ ძალაუფლებაში ითარგმნება. კომპანიების ხელმძღვანელობას საზოგადოებრივი ამბიციები უჩნდებათ, რამდენადაც გრძნობენ, რომ მთავარი მოთამაშეები ქალაქებში თავად არიან. ამის შედეგად, სახელმწიფოს, საზოგადოებას და კერძო სტრუქტურებს შორის, პარტნიორული ურთიერთობების განვითარების ნაცვლად, წარმოიქმნება ასიმეტრიული ძალაუფლებრივი ურთიერთობები კერძო სექტორის სასარგებლოდ. აღნიშნულ რეგიონებში ხშირად ვხვდებით ექსტრაქტივისტული კომპანიების მიერ იმ საქმიანობების წარმართვას, რაც ტრადიციულად მუნიციპალიტეტის ფუნქციაში უნდა შედიოდეს. ასეთია წყლის მიწოდებისა და გზების მოწესრიგება, სკვერებისა და პარკების მოვლა-პატრონობა.

სტატია მომზადებულია პროექტის „სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარდაჭერით.

თორნიკე_ჩივაძე_1622126060.pdf

ამავე თემაზე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“