[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / სტატია

ექსტრაქტივიზმის ეკოლოგიური გეოპოლიტიკა საქართველოს ოქროსა და სპილენძის მომპოვებელ ინდუსტრიაში

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) გთავაზობთ სტატიას კრებულიდან - "ექსტრაქტივისტული გადაკვეთები პოლიტიკა, ეკოლოგია და სოციალური ველი"

  • ავტორი: ჯესსი სუონ-ქუინი
  • თარგმანი: გიორგი ცინცაძე

ჯესსი სუონ-ქუინი – გარემოს მეცნიერებების ასოცირებულ პროფესორი ალეგენის კოლეჯში. „ნეშენალ ჯეოგრაფიკში“ რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობის შემდეგ ჯესი სუონ-ქუინმა დოქტორის ხარისხი სირაკუზის უნივერსიტეტში მოიპოვა. ის 2015-2017 წლებში კაზრეთში ოქროს მოპოვებას სწავლობდა და მისი სადისერტაციო ნაშრომი „Malleable Territories: The Politics and Effects Of Mining Governance in Post-Soviet Georgia” სწორედ ამ საკითხს სწავლობს. მისი კვლევა ექსტრაქტივისტული ინდუსტრიის გეოპოლიტიკურ და ემოციურ განზომილებებს ეხება.

"1990-იან და 2000-იან წლებში წამოწყებილი პრივატიზაციის რამდენიმე ტალღის შედეგად, საყდრისის ოქროსა და სპილენძის მარაგები გლობალურ ბაზარზე ტრანსნაციონალური ქსელების, ადგილობრივი გეოლოგიური კვლევებისა და არქეოლოგიური მნიშვნელობის ძეგლის განადგურების გავლით მოხვდა. 2014 წელს მრავალფეროვან აქტივისტთა მოძრაობა ამ მოვლენებს აპროტესტებდა. მათი წინააღმდეგობის მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობის, გარემოსდაცვითი სამართლიანობისა და მშრომელთა უფლებების პრინციპების ნარატივებს ეყრდნობოდა. დემონსტრაციებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და „არემჯიმ“ მოპოვების სწრაფი გაფართოება განაგრძო. დღეს საყდრისის ოქროს მაღარო, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის დროინდელი და ჯერაც ფუნქციური სპილენძის მაღარო მადნეულში ხეობის საპირისპირო მხარეს, ადგილობრივი ეკონომიკისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა, ხოლო „არემჯი“ აქტიურად განაგრძობს რეგიონის შეს- წავლას მოპოვების ახალი კერების გასაჩენად. ბოლო წლებში შეინიშნება მოპოვების ინტენსიფიკაცია და გაფართოება მთელს რეგიონში".

"ფორმალურად, მოპოვების შედეგად დაგროვებული სიმდიდრის გადანაწილებას ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზირებისა და საგადასახადო სისტემები განაპირობებენ. თუმცა ადგილზე არაფორმალური ეკონომიკური კავშირების არსებობა არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღიურობაში აწყდება როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური სისტემების შედეგებს. მომპოვებელი კომპანიის დომინაცია მათთვის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და საცხოვრისი საშუალებების კვლავწარმოებას ზღუდავს, საძოვრებს ღია კარიერებად გარდაქმნის და სიღარიბის გავრცელებას უწყობს ხელს".

სტატია მომზადებულია პროექტის „სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარდაჭერით.

ჯესი_სუონ_ქუინი_1618494571.pdf

ამავე თემაზე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“