[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / სტატია

სამთომოპოვებითი ინდუსტრიის სოციალურ-ეკოლოგიური კრიზისები სახელმწიფოს მშენებლობის და განვითარების ნარატივების ჭრილში

ია ერაძე 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) გთავაზობთ სტატიას კრებულიდან - "ექსტრაქტივისტული გადაკვეთები პოლიტიკა, ეკოლოგია და სოციალური ველი"

ია ერაძე – სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (dr. rer. pol), ლაიბნიცის ინსტიტუტის თანამედროვე ისტორიის ცენტრთან ასოცირებული მკვლევარი. იას მიმდინარე კვლევა შეისწავლის ფინანსური სისტემის აღმოცენებას საქართველოში სსრკ-ს დაშლის შემდეგ. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ფინანსიალიზაციის, დოლარიზაციის და სახელმწიფოს პოლიტ-ეკონომიური თეორიების შესწავლას.

სამთომოპოვებითი ინდუსტრიის სოციალურ-ეკოლოგიური პრობლემები დღემდე მწვავე და მოუგვარებელ საკითხებად რჩება. ეს გამოწვევები არც შემთხვევითობითაა განპირობებული, არც მხოლოდ ტექნიკური გაუმართავობით და არც კონკრეტული პირების თუ კომპანიების დაუდევრობით და უპასუხისმგებლობით. ჭიათურის და ტყიბულის სოციალურ-ეკოლოგიური კრიზისები სახელმწიფოს ფუნქციონირების განუყოფელი ნაწილია, და ამავე დროს, გლობალურ პროცესებთანაც არის გადაჯაჭვული. საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკას კი ჯერ კიდევ განსაზღვრავს ორი „დილემა“: ეკონომიკური ზრდა სოციალური და ეკოლოგიური საკითხების პირისპირ, და უმუშევრობა სიცოცხლისთვის საშიში შრომის პირობების საპირწონედ. ორივე "დილემა" წარმატებით ემსახურება გამოუვალობის რწმენის გავრცელებას და არსებული პოლიტიკის ლეგიტიმაციას.

სამთომოპოვებითი ინდუსტრიის სოციალურ-ეკოლოგიური კრიზისები გამონაკლისი არ არის ქართულ პოლიტიკაში, არამედ ისინი ბოლო ათწლეულების ეკონომიკური პოლიტიკის სარკეა. ამრიგად, მნიშვნელოვანია, აღნიშნული პრობლემების მიზეზების ძიება, ახსნა, პოლიტიზება და გამოსავალზე მსჯელობა. რამ გამოიწვია სოციალურ-ეკოლოგიური კრიზისები ტყიბულსა და ჭიათურაში? რომელმა ისტორიულმა თუ პოლიტიკურმა პროცესებმა განაპირობა დღევანდელობა? როგორ დავუკავშიროთ სამთომოპოვებითი ინდუსტრიის პრობლემები მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს? ამ კითხვებზე პასუხები, ერთი მხრივ, ისტორიულ პროცესებში უნდა ვეძებოთ, მეორე მხრივ კი, საჭიროა პრობლემის შესაბამის თეორიულ კონტექსტში განხილვა. სწორედ ამიტომ, სტატია ტყიბულისა და ჭიათურის სოციალურ-ეკოლოგიურ კრიზისებს ვარდების რევოლუციის შემდგომ სახელმწიფოს მშენებლობის და განვითარების ხედვის დისკურსს უკავშირებს, ამ საკითხების ფართო კონტექსტის გამოსაკვეთად და იმისათვის, რათა ანალიზი გასცდეს ვიწრო დებატს ხელფასის მატებასთან ან გარემოს დაცვასთან მიმართებით. ამგვარი მიდგომა პრობლემების სტრუქტურული მიზეზების და ფუნდამენტური ცვლილებების საჭიროების გამოაშკარავების საშუალებას გვაძლევს.

სტატია მომზადებულია პროექტის „სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარდაჭერით.

ია_ერაძე_1621602765.pdf

ამავე თემაზე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“