[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / სტატია

ექსტრაქტივისტული რეჟიმები და ჩამორთმევა დაგროვებით ჭიათურაში

გიორგი ცინცაძე 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) გთავაზობთ სტატიას კრებულიდან - "ექსტრაქტივისტული გადაკვეთები პოლიტიკა, ეკოლოგია და სოციალური ველი"

გიორგი ცინცაძე – სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) მკვლევარი. ის მუშაობს ბუნებრივი რესურსების, გარემოსდაცვით და მწვანე პოლიტიკის საკითხებზე. მისი კვლევითი და ჟურნალისტური ინტერესები კლიმატის ცვლილებას, „რესურსების წყევლასა“ და მწვანე კრიტიკულ თეორიებს ეხება.

ჭიათურა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი პერიფერიაა, სადაც მნიშვნელოვანი საექსპორტო ღირებულების მქონე ნედლი პროდუქტი მოიპოვება – ეს მოცემულობა, რომელიც ექსტრაქტივისტული ანალიზის აუცილებლობას ქმნის, ჭიათურაში მანგანუმის აღმოჩენისთანავე ჩამოყალიბდა და მას შემდეგ არ შეცვლილა. თუმცა ჭიათურაში მანგანუმს სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად მოიპოვებდნენ. თეორიული ჩარჩო, რომელიც ექსტრაქტივიზმის ცნებას ეფუძნება, ტელეოლოგიური და უნივერსალისტური მიდგომების ნაცვლად, პროცესის ისტორიულ გააზრებას ითვალისწინებს. ექსტრაქტივიზმი, როგორც თეორიული კონცეფცია, უფრო ფართოა, ვიდრე, მაგალითად, „რესურსის წყევლის თეორია“, და მაკროეკონომიკურ განზომილებასთან ერთად, ანთროპოლოგიურ და სოციოლოგიურ მიდგომებსაც მოიცავს. ჭიათურის პოლიტეკონომიკური ტრაექტორიის დახასიათებისას მნიშვნელოვანია როგორც მისი ზოგადი, უცვლელი მახასიათებლების ამოცნობა – პერიფერიულობა, საექსპორტო დანიშნულება და ასე შემდეგ – ისე იმ განსხვავებების წარმოჩენაც, რომლებიც რეგიონში პოლიტიკურ ცვლილებებს მოჰყვებოდა.

სტატია მომზადებულია პროექტის „სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარდაჭერით.

გიორგი_ცინცაძე_1620928108.pdf

ამავე თემაზე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“