[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / სტატია

როგორ აქცევს ექსტრაქტივისტული კაპიტალიზმი ზრუნვას ამოწურვად რესურსად

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) გთავაზობთ სტატიას კრებულიდან - "ექსტრაქტივისტული გადაკვეთები პოლიტიკა, ეკოლოგია და სოციალური ველი"

ალექსანდრა აროშვილი – სოციალური პოლიტიკის სფეროს დამოუკიდებელი მკვლევარი. ამჟამად მუშაობს სოციალური კვლავწარმოებისა და ეკოლოგიის საკითხებზე. კვლევითი ინტერესებია გლობალიზაცია და უთანასწორობა, ქალთა ექსპლუატაციის ფორმები, არაფორმალური კულტურები.

წინამდებარე სტატია დაიწერა სამი ქართველი ქალის ისტორიის შესწავლის შედეგად, რომლებიც საქართველოს პატარა ინდუსტრიული ქალაქიდან, ჭიათურიდან, ალტერნატიული საარსებო საშუალებების საძიებლად, ემიგრაციაში წავიდნენ სამუშაოდ. თავდაპირველად, ჩემი მიზანი იყო, მეპოვა კავშირი ამ ქალაქში მოპოვებადი წიაღისეულის – მანგანუმის ექსტრაქციასა და ამავე ქალაქიდან ქალების გადინების უწყვეტ ტენდენციას შორის, თუმცა მათ შრომით გამოცდილებაზე ყურადღებით დაკვირვებამ კარი გაცილებით მნიშვნელოვანი მიმართულებებით გახსნა.

წიაღისეულისა და ადამიანების გლობალურ ბაზარზე მოგზაურობის ტრაექტორიამ კაპიტალიზმის მომპოვებლობის გაფართოების ახალ ფორმებთან მიმიყვანა, რაც დღეს ცოცხალი ადამიანების გასაქონლების ბრუტალურ პრაქტიკებს აღწერს. თუმცა, ამასთან ერთად, ამ პროცესზე დაკვირვება ქალთა კვლავწარმოების შრომის ახალ, გლობალურ გეოგრაფიაზეც გვიყვება.

სტატია მომზადებულია პროექტის „სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარდაჭერით.

ალექსანდრა_აროშვილი_1619179053.pdf

ამავე თემაზე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“