საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) გთავაზობთ სტატიას კრებულიდან - "ექსტრაქტივისტული გადაკვეთები პოლიტიკა, ეკოლოგია და სოციალური ველი"
ანა დიაკონიძე – სოციოლოგი და სოციალური პოლიტიკის მკვლევარი, მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს შრომის თანამედროვე ფორმებს და მათ გავლენას სოციალური უსაფრთხოების სისტემებზე, ასევე დასაქმებისა და სოციალური დაცვის პოლიტიკას გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. ანას მიმდინარე კვლევითი პროექტი სწავლობს საქართველოში ციფრული აპლიკაციის საშუალებით მომუშავე ტაქსის მძღოლების შრომას და მათი სოციალური დაცვის საჭიროებებს.
ეს სტატია „ექსტრაქტივიზმის“ თეორიულ კონცეფციას განიხილავს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ეს კონცეფცია მხოლოდ საქართველოს მონოინდუსტრიული ქალაქის (ჭიათურის) და არა მთელი სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური რეალობის აღმნიშვნელად გამოიყენება. ეს იმის ბრალია, რომ საქართველოს საერთო ეკონომიკა „ექსტრაქტული რეჟიმის“ კლასიკურ განსაზღვრებაში არ ჯდება. გელერტის შეხედულებით, ექსტრაქტული რეჟიმი ორი ძირითადი მახასიათებლით განისაზღვრება: 1) ბუნებრივი რესურსების მოპოვება მნიშვნელოვან საფუძველს აყალიბებს ღირებულების წარმოსაქმნელად და დასაგროვებლად; 2) ექსტრაქტული რეჟიმი ზრდისა და დაგროვების მდგრადი ეკონომიკური და პოლიტიკური რეჟიმია, რომელიც კრიზისებს გაუძლებს და ათწლეულების თუ არა, წლების მანძილზე მაინც გასტანს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ გააჩნია არცერთი აღნიშნული მახასიათებელი, ექსტრატივიზმი მნიშვნელოვანი ფენომენია მის მონოინდუსტრიულ ქალაქებში. შესაბამისად, ეს სტატია მიზნად ისახავს, რომ ეს კონცეფცია მონოინდუსტრიული ქალაქების კონტექსტში მოაქციოს და ქვეყნის განვითარებაში „ექსტრაქტივისტული“ პრაქტიკის პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა განიხილოს.
ინსტრუქცია