საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) გთავაზობთ სტატიას კრებულიდან - "ექსტრაქტივისტული გადაკვეთები პოლიტიკა, ეკოლოგია და სოციალური ველი"
ნინო ხელაია – ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის დოქტორანტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მისი კვლევითი ინტერესებია, პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია და პოსტსოციალისტური ქვეყნების გლობალურ ბაზართან ინტეგრაციის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განზომილებები თანამედროვე და ისტორიული პერსპექტივიდან. კვლევითი სფეროები: პოლიტიკური მეცნიერება, პოლიტიკური ეკონომიკა, სოციალური მოძრაობები.
ჭიათურის 2019 წლის გაფიცვა, მართლაც სამაგალითო იყო იმ აზრით, რომ დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიან ისტორიაში ეს იყო ერთერთი პირველი შედარებით ფართომასშტაბიანი სოლიდარობის თვალსაჩინო დემონსტრირება, როდესაც გაფიცვა გასცდა სამუშაო ადგილებს, მოიცვა მთელი ქალაქი და ასევე შეძლო იმ ადამიანების იდეური შემოერთება, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ცდილობდნენ გაუკონტროლებელი კორპორატიული ძალაუფლების შემცირებას. ადგილობრივ მემარცხენე წრეებში, გაფიცვა აღინიშნა, როგორც მშრომელთა კლასის პოლიტიკის გამოღვიძება და მიღწეული შედეგები ცალსახად გამარჯვებად იქნა მიჩნეული. მიუხედავად ამგვარი პოზიტიური სულისკვეთების ლეგიტიმურობისა, მოცემულ სტატიაში შევეცდები ის ლიმიტაციები გამოვკვეთო, რაც ამგვარ განწყობას ახლავს თან. უფრო კონკრეტულად, სტატიაში განვავრცობ მოსაზრებას, რომ მიუხედავად მშრომელთა წინააღმდეგობის მართლაც ნიშანდობლივი განახლებისა, ჭიათურის მშრომელთა გაფიცვისას ვერ მოხერხდა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი დისკურსის წარმოება, და მშრომელთა ბრძოლის უფრო ფართოდ პოლიტიზება. მეორე მხრივ, ეს ვითარება არ შეიძლება აღვიქვათ მხოლოდ მშრომელთა მოძრაობის წარუმატებლობად, არამედ არსებული ისტორიული სტრუქტურის მიერ განსაზღვრულ რეალობად, რომელსაც, შესაძლოა, ბევრი სხვა პასუხისმგებელი აქტორიც ჰყავდეს.
ინსტრუქცია