საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


ზუსტად ერთი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოში ევროპული განვითარების გზა ჩაკეტა.
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნა დღის წესრიგიდან ამოღებულია. ეს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ პოლიტიკურად დანაშაულებრივი, არამედ ქართული საზოგადოების ნების პირდაპირი შეურაცხყოფა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აშკარა დარღვევა.
ამ ნაბიჯით ივანიშვილის მთავრობამ გაწირა ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი, მარტო დატოვა ქვეყანა რუსული საფრთხის პირისპირ და მოსწყვიტა დასავლეთის იმ სამყაროს, რომლისკენაც საუკუნეებია მივისწრაფით.
რუსეთის პოლიტიკური წრეები მიესალმნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რადგან ეს არის პუტინისტური რუსეთის ინტერესების სრული გამეორება. თუმცა ამ ნაბიჯს არ შეურიგდა ქართველი ხალხი, რომელიც უკვე ერთი წელია, დაუღალავად იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად.
ამ ერთი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ წარმოუდგენელი რეპრესიები მოუწყო საკუთარ ხალხს, რომელსაც მხოლოდ ქვეყნის სიყვარული ამოძრავებს:
დღეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში:
ამ ყველაფერმა საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია. უკიდურესად გაუარესდა ურთიერთობები ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. “ქართული ოცნების” ხელისუფლება ყოველდღე შეურაცხყოფას აყენებს დასავლელ პარტნიორებს და დეზინფორმაციას ავრცელებს მათ ლიდერებზე.
მაგრამ ამ მძიმე პირობებში კარგად გვახსოვს ილია ჭავჭავაძის სიტყვები: “თავისუფლება ადამიანისა სხვა არა არის რა, რომ ბოროტისთვის სრულად შეკრულ იყოს და სიკეთისათვის უხვად გზაგახსნილი”.
სწორედ ამიტომ, ქართველი ხალხი არ გატყდა.
ქართველ საზოგადოებას არ სურს ცხოვრება რუსული ავტორიტარიზმის პირობებში. ჩვენი ერი კვლავ დგას დამოუკიდებლობის, ღირსებისა და ევროპული მომავლის სადარაჯოზე.
ჩვენი ვიბრძვით, რომ საქართველო დაუბრუნდეს განვითარების ევროპულ გზას, სადაც:
მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ ბრძოლაში ჩაერთო, ვინც არ დანებდა და ერთად ვაშენებთ ევროპულ, თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ინსტრუქცია