[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / ანალიტიკური დოკუმენტები

საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მაჩვენებლების შეფასება

საქართველოს ხელისუფლება ხშირად იყენებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან დაკავშირებით სტატისტიკურ მონაცემებს იმის დასამტკიცებლად, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მისი ძალისხმევის შედეგად უმჯობესდება.[1]  თუმცა, ამავე სტატისტიკური მონაცემების დეტალური ობიექტური ანალიზი და კონტექსტუალიზაცია საპირისპირო დასკვნებზე მიანიშნებს.

წინამდებარე დოკუმენტში განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მაჩვენებლები და ბოლო წლებში გამოვლენილი პრაქტიკა, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გაჭიანურებული და არაეფექტიანი აღსრულების ტენდენციას აჩვენებს და საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სისტემურ გამოწვევებზე მიანიშნებს.  ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მაჩვენებლები აჩვენებს, რომ საქართველო აღუსრულებელი გადაწყვეტილებების მაჩვენებლებით, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ბოლოდან მესამე ადგილზეა აზერბაიჯანის და სერბეთის შემდეგ. ამასთან გაზრდილია აღუსრულებული წამყვანი საქმეების რიცხვი, რომელთა ნაწილი 10 წელზე მეტი ხანია შეუსრულებელი რჩება. აღუსრულებლობის ტენდენცია განსაკუთრებით ნეგატიურ შინაარსს სიცოცხლის და წამების დაუშვებლობის უფლებასთან კავშირშიიღებს, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა.

ევროპული_სასამართლოს_გადაწყვეტილებების_აღსრულების_მაჩვენებლების_შეფასება_1719822706.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] პირველი არხი, „რატი ბრეგაძე - ხალხი, რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი, წყევლა-კრულვით აღსავსე პერფორმანსების გარდა, სხდომათა დარბაზიდან გარბის, ესეც ნათლად მეტყველებს მათ მიდგომებზე სახელმწიფოს მიმართ“, 16.12.2022 https://1tv.ge/news/rati-bregadze-khalkhi-romelsac-arferi-aqvs-satqmeli-wyevla-krulvit-aghsavse-performansebis-garda-skhdomata-darbazidan-garbis-esec-natlad-metyvelebs-mat-midgomebze-sakhelmwifos-mimart/

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“