საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობის კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს ინდივიდუალური მოსამართლეების დაცვას სასამართლო ხელისუფლების მხრიდან არასათანადო ზეწოლისგან, საერთაშორისო „რბილ“ სამართალში და პროფესიულ სტანდარტებში პირველად 1980-იანი წლების დასაწყისში იქნა ნახსენები და მას შემდეგ ფართოდ გავრცელდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ეს ასპექტი ცალსახად პირველად 2009 წელს აღიარა, რაც გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა - ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კონცეფცია აღიარებული იქნა ისეთი საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ, რომლის გადაწყვეტილებები სახელმწიფოებისთვის შესასრულებლად სავალდებულოა.
სასამართლოს პრაქტიკაში ამ ცვლილების შედეგები ყველაზე დრამატულად იგრძნობა ევროპის საბჭოს წევრი ყოფილი კომუნისტური ქვეყნების მიმართ; ეს არის ჯერჯერობით გამონაკლისი ქვეყნები, რომელთა მიმართაც სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევა დადგინდა. თუმცა რამდენადაც სასამართლოს მიერ ამ კონცეფციის აღიარება მისივე პრაქტიკის ფუნდამენტურ გარდაქმნას წარმოადგენს, მას შედეგები ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის უნდა მოჰყვეს.
ეს სტატია ანალიზებს „სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობის“ კონცეფციას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით და გვთავაზობს სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე არსებული პრაქტიკის ორი დამფუძნებელი კონცეფციის - დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის - ინტერპრეტაციის მოდიფიცირებას იმგვარად, რომელიც გაითვალისწინებს შიდა დამოუკიდებლობის ელემენტს და გამოსადეგი და რელევანტური იქნება ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის.
სტატიის თარგმნა შესაძლებელი გახდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
ინსტრუქცია