საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ტრადიციულად, არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკოსები არ არიან მოტივირებული შეცვალონ სისტემა, რომელმაც მათ არჩევას შეუწყო ხელი. ამ მხრივ, პოპულისტები განსხვავდებიან.
პოპულიზმი, როგორც გამოწვევა, აუცილებელს ხდის დებატების განახლებას არჩეული საკანონმდებლო ორგანოების გადაწყვეტილების შეცვლისას მოსამართლეთა დემოკრატიული ლეგიტიმაციის შესახებ.
კონსტიტუციური კონტროლის შესახებ დებატებში ნაკლები ყურადღება ეთმობოდა არასწორი მიმართულებით განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამოსწორების ან ასეთი განვითარების თავიდან აცილების მიზნით სასამართლოების მიერ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის შესაძლებლობას. დემოკრატიული თვალსაზრისით, სასამართლო ჩარევა პრობლემურია; და მაინც - დემოკრატიას დაცვა სჭირდება.
ეს სტატია აანალიზებს ბალანსის შესაძლებლობას დემოკრატიული პროცესების ფორმირების შესახებ სახალხო ნებასა და ამ ნების საფუძველზე დემოკრატიული პროცესების ფორმირებაზე სასამართლოს მიერ დაწესებულ კონსტიტუციურ შეზღუდვებს შორის.
აქ რეკომენდირებული სასამართლო როლი დემოკრატიის დაცვა და არა სრულყოფაა. პოპულისტურ გამოწვევასთან პირისპირ, თეორიულად, სასამართლოებს შეუძლიათ შეეცადონ დემოკრატიული დეგრადაციის პროგნოზირების კუთხით რამდენიმე ნაბიჯით წინ იყვნენ და სადაც შეუძლიათ, შეანელონ ის.
სტატიის თარგმნა შესაძლებელი გახდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
ინსტრუქცია