საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ თარგმანების კრებულს: „მართლმსაჯულება და დემოკრატია“, რომელიც აერთიანებს საინტერესო ტექსტებს მართლმსაჯულების სისტემის იმ მნიშვნელოვან ასპექტებზე, რომლებიც ქართული სასამართლოსთვის დღეს რელევანტური და მნიშვნელოვანია.
კრებულში გაერთიანებული ტექსტები ეხება სასამართლო სისტემისთვის აქტუალურ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობა სასამართლოს შიგნიდან მომდინარე გავლენებისგან და მისი დაცვის სტანდარტები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით; რა გამოწვევები აქვთ სასამართლოებს საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, როგორც ხელისუფლების პირდაპირი წესით არარჩეულ შტოებს და რა სტრატეგიები არსებობს მათთან გასამკლავებლად; რა როლი აქვს სასამართლო ხელისუფლებას დემოკრატიის დაცვაში ისეთი თანამედროვე გამოწვევისგან, როგორიც პოპულიზმია;
და ბოლოს, კრებული ეხება როგორც საერთო სასამართლოების სისტემის, ასევე კონსტიტუციური მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და ცდილობს უპასუხოს მნიშვნელოვან შეკითხვებს იმის თაობაზე, თუ სად არის თანამედროვე სამართლებრივ და პოლიტიკურ სისტემებში საკონსტიტუციო სასამართლოების ადგილი და აქვთ თუ არა მათ თავიანთი მანდატის შესაბამისი სახალხო ლეგიტიმაცია თანამედროვე საზოგადოებებში.
ინსტრუქცია