საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სამართლებრივი სისტემის გარდაქმნისა და დემოკრატიის მხარდაჭერის მიზნით, მრავალი წელია, საქართველოში მნიშვნელოვანი ფინანსური, ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსი იხარჯება. საერთაშორისო პროექტების დიდი ნაწილი კანონის უზენაესობის მხარდაჭერას და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას ემსახურება.
მიუხედავად ამისა, კანონის უზენაესობის შინაარსზე დისკუსია იშვიათია. ის ერთგვარად უნივერსალურ, ცალსახა და არასადავო კატეგორიას არის მიკუთვნებული. თუმცა, მცდარი დომინანტური წარმოდგენების საწინააღმდეგოდ, კანონის უზენაესობას არაერთი წინააღმდეგობრივი და რთული მსჯელობა უკავშირდება.
წარმოდგენილ სტატიაში განხილულია კანონის უზენაესობის ცნება და შინაარსი კრიტიკული პერსპექტივიდან, კანონის უზენაესობის რეფორმისტების საქმიანობა და სამართლებრივი რეფორმის გლობალური პროექტები, ასევე კანონის უზენაესობის გაზომვის მეთოდები და ფართოდ გავრცელებული ინდექსების თავისებურებები.
სტატია ხაზს უსვამს კანონის უზენაესობაზე მუშაობისას კონტექსტუალიზების, სოციალური, პოლიტიკური, კულტურული ფაქტორების გათვალისწინების საჭიროებას. ეს განსაკუთრებით მიემართება კანონის უზენაესობის რეფორმისტების საქმიანობას, რომლებიც ხშირად ადგილობრივი კონტექსტის უგულებელყოფით და სტანდარტიზებული სარეფორმო პაკეტებით ცდილობენ რთული პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემების გარდაქმნას.
მასალა მომზადებულია პროექტის - „დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.
ინსტრუქცია