[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / სტატია

ლეგიტიმაცია და ნდობა: რას ეფუძნება სასამართლოს ძალაუფლება?

სოფო ვერძეული 

ხალხისა და სასამართლოს ურთიერთმიმართება რთული და საინტერესო ფენომენია.

სასამართლო ემსახურება სახალხო ინტერესს, თუმცა პირდაპირ არ აირეკლავს საზოგადოების განწყობებს. სასამართლო ასრულებს მის როლს ხალხის, როგორც კოლექტიური პოლიტიკური ერთობის მისწრაფებების მიღწევაში; თუმცა, ამავე დროს დისტანცირებულია მასების განწყობებისა და გავლენებისგან. ამ გაგებით, ის არის სახალხო, თუმცა არა პოპულისტური ინსტიტუტი.

სასამართლო ძალაუფლებას არ იღებს არჩევნების გზით და მას არ შეუძლია საზოგადოების უკმაყოფილებას ან ნდობის კრიზისს ვადამდელი არჩევნებით უპასუხოს.

გთავაზობთ სოფო ვერძეულის სტატიას, რომელშიც განხილულია სწორედ ლეგიტიმაციისა და ნდობის ასპექტები, მათი ფორმები და ელემენტები. სტატია ცდილობს უპასუხოს შეკითხვას - რას ემყარება სასამართლოს ძალაუფლება დემოკრატიულ სისტემაში და რა საფრთხეს უქმნის ნდობის და ლეგიტიმაციის კრიზისი მართლმსაჯულებას.

მასალა მომზადებულია პროექტის - „დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

ლეგიტიმაცია_და_ნდობა_1666287913.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“