საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
უკანასკნელ წლებში ინსტიტუციურ ლანდშაფტზე ახალი ქმნილება გამოჩნდა: „შმიტელზენის სასამართლო“. ის იმ პოზიციების კომბინაციის პროდუქტია, რომლებსაც ვაიმარის ეპოქაში „კონსტიტუციის მცველის“ ინსტიტუციური იდენტობის შესახებ ჰანს კელზენსა და კარლ შმიდტს შორის გამართულ ცნობილ დებატებში ვხვდებით.
„შმიტელზენის მცველი“ სასამართლოა, რაც შეესაბამება კელზენის ხედვას, რომელიც კონსტიტუციის დამცველ ინსტიტუციად სასამართლოს მოიაზრებდა. თუმცა „შმიტელზენის სასამართლოს“ მისია, ამ მისიის მიღწევის საშუალებები და ლეგიტიმაციის წყარო თანხვედრაშია შმიდტის მიერ ჩაფიქრებულ კონსტიტუციის მცველთან - პრეზიდენტთან. კელზენი მცველის ლეგიტიმაციის წყაროდ მის სამართლებრივ ექსპერტიზას ასახელებდა, შმიდტი - საზოგადოების მხარდაჭერას.
წინამდებარე თარგმანი ეხება „შმიტელზენის სასამართლოს“ ლეგიტიმაციის წყაროს და ხსნის, რატომაა სასამართლოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, დაეყრდნოს საზოგადოებრივ მხარდაჭერას. თარგმანი ასევე მიმოიხილავს „შმიტელზენის სასამართლოს“ სამ წარმატებული მაგალითის: ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის უზენაეს სასამართლოებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის საკითხებს.
სტატიის თარგმნა შესაძლებელი გახდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
ინსტრუქცია