საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური დაცვისა და მხარდაჭერის სხვადასხვა სერვისის არსებობის მიუხედავად, საქართველოში ერთიანი, ჰარმონიზებული და ეფექტიანი სოციალური დაცვის სისტემა არ არსებობს.
სოციალური დაცვის ამჟამინდელი სისტემა უმეტესწილად ორ პროგრამაზე - საარსებო შემწეობასა და ასაკობრივ პენსიაზე - დგას. საარსებო შემწეობის სისტემაში წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება. 2024 წლის აგვისტოს მონაცემებით, შემწეობას 680 000-ზე მეტი ადამიანი იღებდა, რაც საქართველოსთვის ისტორიული მაქსიმუმია.
წინამდებარე დოკუმენტი მიზნად ისახავს საარსებო შემწეობის სისტემის დიზაინთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიგნებების შეჯამებასა და სისტემის იმ ჩავარდნებზე ხაზგასმას, რაც სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება.
ინსტრუქცია