[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / კვლევა

საარსებო შემწეობის როლი სოციალური დაცვის სისტემაში და მისი მიმართება სოციალური მხარდაჭერის სხვა სერვისებთან

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  74

გამოცემის წელი:  2023

მკვლევრები:  მარიამ ჯანიაშვილი

კვლევა_-_GEO_1689836590.pdf

სიღარიბე და არასათანადო სოციალური დაცვა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის მიერ ნებისმიერი უფლების რეალიზაციაზე და უგულებელყოფს პირის ღირსებას. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, სიღარიბის ფენომენი მხოლოდ ვიწ- რო ჭრილში განიხილება, მაშინ, როდესაც, მასთან ეფექტიანი ბრძოლისათვის, არსებითია, ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე მსჯელობასთან ერთად, მოხდეს ადამიანის უფლებების პერსპექტივის გათვალისწინებაც, რომელიც, თავის მხრივ, სოციალური დაცვის მექანიზმების განვითარებისა და მათზე წვდომის ნაწილში მნიშვნელოვან სტანდარტებს ავითარებს.

საქართველოში სიღარიბე ერთ-ერთ მთავარ და გადაუჭრელ პრობლემად ითვლება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 15.6 % – ს შეადგენს, ხოლო ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი 19.9 %-ია. სამწუხაროდ, ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდგომ, მთავრობას არ გადაუდგამს ეფექტიანი, მოსახლეობის საჭი- როებებზე მორგებული ნაბიჯები ამ პრობლემის პრევენციისა და მისი აღმოფხვრის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო ამწვავებს არსებულ მდგომარეობას.

წლების განმავლობაში, სოციალური დახმარების სისტემა შინაარსობრივად ნაკლებად იცვლება და მოიცავს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე არსებულ სერვისებს. ცენტრალურ დონეზე არსებულ მექანიზმებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მიზნობრივი საარსებო შემწეობის სისტემა, რომელიც სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობაში მცხოვრებ შინამეურნეობებს ყოველთვიური ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფს. არსებული სისტემა მხოლოდ ამგვარი გასაცემელით არ შემოიფარგლება იმდენად, რამდენადაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისათვის გათვალისწინებულ ქულათა სისტემა არაერთი სხვა სერვისის მიღების წინაპირობაცაა.

სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების სისტემასთან სხვა სერვისე- ბის დაკავშირება შესაძლოა, მნიშვნელოვნად ჩაითვალოს სახელმწიფოს მიერ უკვე იდენტიფიცირებული შინამეურნეობების დამატებითი მხარდაჭერის საჭიროების გათვალისწინებით. ამის მიუხედავად, აღნიშნული სისტემა შესაძლოა პრობლემური იყოს, ერთი მხრივ, სახელმწიფო გასაცემელზე სოციალურად დაუცველი ოჯახების დამოკიდებულების ზრდისა და, მეორე მხრივ, სხვადასხვა მიზეზით საარსებო შემწეობის მიღმა დარჩენილი/შესაბამისი ქულის არმქონე მოსახლეობის უგულებელ- ყოფის გამო.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული დოკუმენტის მიზანია საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების კვლევა სოციალური დაცვის სისტემაში მიზნობრივი საარსებო შემწეობის როლისა და სხვა სერვისებთან მისი მიმართების შესახებ, რელევანტური ხარვეზების იდენტიფიცირება და სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნისა და მასში ადამიანის უფლებების პერსპექტივების გათვალისწინებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

კვლევა_-_GEO_1689836590.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“