საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მარიამი სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) გუნდის წევრი 2018 წლის მარტიდან გახდა. ორგანიზაციაში მისი საქმიანობის ძირითადი სფერო სოციალური უფლებების (კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, შრომისა და სათანადო საცხოვრისის უფლებები) მიმართულებით კვლევის განხორციელებაა. მისი საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების, ეროვნული და უცხო ქვეყნების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლასა და ანალიზს, სოციალური უფლებების საკითხებზე ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტების, მათ შორის, კვლევებისა და ანგარიშების, მომზადებას.
პროფესიული გამოცდილება
2016-2018:მრჩეველი/უფროსი სპეციალისტი - საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
2014-2016:პროექტის იურისტი, მონიტორი - ბავშვის უფლებების ცენტრი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი;
2013-2014:სტაჟიორი - ბავშვის უფლებების ცენტრი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.
განათლება
2015-დღემდე:იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაცია (დოქტორანტურა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2013-2015:იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაცია (მაგისტრატურა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2009-2015:იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაცია (ბაკალავრიატი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ინსტრუქცია