[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / კვლევა

მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა საქართველოში: პროგრამის სოციალური ეფექტი და სიღარიბის დაძლევის პოტენციალი

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  47

გამოცემის წელი:  2023

მკვლევრები:  ანა დიაკონიძე

მიზნობრივი_დახმარება_1705494960.pdf

საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ევროპისა და ცენტრალური აზიის მსგავს პროგრამებთან შედარებით, საქართველოში მოქმედი მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა ყველაზე ღარიბი მოქალაქეების დაფარვის თვალსაზრისით.[1] ამის მიუხედავად, ადგილობრივ კონტექსტში მიმდინარეობს დებატები პროგრამის მეთოდოლოგიური ხარვეზებისა თუ ზოგადად, მისი ავკარგიანობის შესახებ.

ხანდაზმულობის პენსიის შემდეგ, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა სოციალური დაცვის ყველაზე დიდი პროგრამაა როგორც ხარჯების, ისე მოსახლეობის დაფარვის თვალსაზრისით. 2023 წლის ნოემბრის სექტემბრის მონაცემებით პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 375 286 ოჯახი (1 206 980 პირი), რაც მთლიანად ქვეყანაში არსებული ოჯახების 35,2%-ს (ხოლო მოსახლეობის 32,4%-ს) შეადგენს.[2] როგორც ანგარიშში მოგვიანებით იქნება ნაჩვენები, პროგრამაში რეგისტრირებულთა და ასევე დახმარების მიმღებთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. შესაბამისად, გასაკვირი არ არის ფართო საზოგადოებრივი ინტერესი ამ პროგრამის მიმართ.

მოცემული კვლევა მიზნად ისახავდა პროგრამის მეთოდოლოგიაში არსებული ნაკლოვანებების ანალიზს და უფრო ზოგადად, პროგრამის საშუალებით ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის პოტენციალის შეფასებას. კვლევა განხორციელდა დოკუმენტების ანალიზის, სიღრმისეული (ექსპერტული) ინტერვიუების  და ფოკუს ჯგუფის მეთოდების გამოყენებით. კვლევის პროცესში ასევე გაანალიზდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული და დამატებით გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემები.

ანგარიში სტრუქტურირებულია შემდეგი სახით: პირველ და მეორე თავში მოცემულია პროგრამის დიზაინის ძირითადი მახასიათებლები და ოჯახების შეფასების მეთოდოლოგიის მიმოხილვა. მესამე თავში განხილულია სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულების ფენომენი და დახმარების მიმღებთა სიღარიბიდან ამოყვანის შესაძლებლობები. ბოლო (მეოთხე) თავში კი წარმოდგენილია მსჯელობა სოციალური დახმარების ალტერნატიული მექანიზმების შესახებ, რომელიც სრულდება მოკლე შეჯამებით.

პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

მიზნობრივი_დახმარება_1705494960.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Baum, et.al., Continuous Improvement: Strengthening Georgia’s Targeted Social Assistance Program, 2016.

[2] სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური ინფორმაცია, https://cutt.ly/swDQRp2N.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“