[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / ინფოგრაფიკა

დაბალი საარსებო შემწეობა 

საარსებო შემწეობა ის ფულადი დახმარებაა, რასაც 660 000 - ზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი ყოველთვიურად იღებს.

საარსებო შემწეობა მცირეა - იგი საარსებო მინიმუმს მნიშვნელოვნად ჩამორჩება და ადამიანების მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებას შეუძლებელს ხდის. ინფლაციის მიუხედავად, ზრდასრულ პირებზე გათვალისწინებული ყოველთვიური საარსებო შემწეობა 2015 წლის შემდგომ არ გაზრდილა.

2023 წლის მაისის მონაცემებით, თითოეულ 16 წელს ზემოთ ადამიანზე გათვალისწინებული საარსებო შემწეობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

  • 60 ლარი - 94 170 ადამიანი
  • 50 ლარი - 137 421 ადამიანი
  • 40 ლარი - 18 737 ადამიანი
  • 30 ლარი - 33 184 ადამიანი

120 001- ზე ნაკლები ქულის მქონე ბავშვიანი ოჯახების შემთხვევაში, 16 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 200 ლარი გამოიყოფა.

ვითხოვთ სამართლიან, ღირსეულ, ადამიანზე ორიენტირებულ სოციალური შემწეობის სისტემას!

ღირსეული სოციალური შემწეობის სისტემა ჩვენი უფლებაა!

პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“