საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2023 წლის მაისის მდგომარეობით, 254 333 ბავშვი საარსებო შემწეობის მიმღებია, რაც არასრულწლოვნების საერთო რაოდენობის 28.3 % - ია. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ყოველი მესამე ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობა 146.3 % - ით გაიზარდა.
გარდა ამისა, 341 002 ბავშვი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბაზაშია რეგისტრირებული, რაც ბავშვების საერთო რაოდენობის 38 % - ს შეადგენს.
ზრდასრული სოციალურად დაუცველი პირებისგან განსხვავებით, სოციალური შემწეობის მიმღები ბავშვების მიმართ მთავრობის პოლიტიკაში პერიოდულად პოზიტიურ ცვლილებებსაც ვხედავთ. მაგალითისთვის, 16 წლამდე ბავშვებისთვის გაიზარდა საარსებო შემწეობის მიღების ქულათა ზღვარი და ამჟამად ამგვარ ზღვარს 120 000 ქულა წარმოადგენს; ასევე, იზრდება არასრულწლოვნების ყოველთვიური გასაცემელი - 2023 წლის ივლისიდან ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ბავშვზე სოციალური შემწეობა 200 ლარით განისაზღვრება.
მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საარსებო შემწეობის სისტემის მიღმა სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება. მაგალითად,
ღირსეული სოციალური შემწეობის სისტემა ჩვენი უფლებაა!
პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
ინსტრუქცია