19 ივნისს სოციალური სამართლიანობის ცენტრს ჩაბარდა სასამართლოს ბრძანება, რომლითაც “ანტიკორუფციული ბიურო” ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობაზე მოითხოვს შეუზღუდავ ინფორმაციას, მათ შორისაა პერსონალური მონაცემები და ბენეფიციარების შესახებ ორგანიზაციაში დაცული სენსიტიური ინფორმაცია. ამ ინფორმაციის გაცემას სასამართლო 3 სამართლებრივი საფუძვლით ამართლებს, რომელთაგან არც ერთი ჩვენი საქმიანობისთვის რელევანტური არ არის.
უკვე 20 ივნისს, ჩვენ მივიღეთ ბიუროს შუამდგომლობა, რომელიც საფუძვლად დაედო სასამართლოს ბრძანებას და რომელიც 9 “მტკიცებულებას” ეყრდნობა. სწორედ ეს ე.წ “მტკიცებულებები” გახდა ჩვენი ორგანიზაციის ტოტალური შემოწმების და კონტროლის წინაპირობა.
ჩვენი ორგანიზაციის უკანონო შემოწმება და კონტროლი ანტიკორუფციულმა ბიურომ მხოლოდ ჩვენს გამოხატვას დაუკავშირა, მაშინ, როცა უფლებადაცვითი და აკადემიური თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტებით არის დაცული.
ბიუროს ე.წ “მტკიცებულებების” ნაწილი ადმინისტრაციულ-ტექნიკურია (ორგანიზაციის წესდება და ამონაწერი), დანარჩენი კი ასახავს ციტატებს ორგანიზაციის მიერ მომზადებული მასალებიდან (მათ შორის, სამართლებრივი შეფასებიდან) და მისი ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის საჯარო ინტერვიუებიდან.
იხილეთ ე.წ “მტკიცებულებები” (ე.წ. “სქრინშოტები”), რომლებიც ანტიკორუფციულ ბიუროს “ჩვენ წინააღმდეგ აქვს მოპოვებული”.