“ჯორჯიან მანგანეზის” მესაკუთრეები და მასთან დაკავშირებული პირები “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან. მათ პარტიას 1 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს.
სამაგიეროდ, 2017 წლის შემდეგ, “ჯორჯიან მანგანეზს” გარემოსთვის მიყენებული ზიანისათვის დაკისრებული თითქმის ნახევარი მილიარდის ლარის ოდენობის ჯარიმები ჩამოაწერეს.
“ქართული ოცნების” მხარდაჭერისთვის “ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებული პირები თვითონაც იღებენ სარგებელს, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვებისა თუ სუბსიდიების სახით.