[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / ინფოგრაფიკა

სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა

2023 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა - მარტში შემწეობის მიმღებთა რიცხვი 676 641 ადამიანი იყო.

ამ წლის მაისის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 668 555 პირია, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 17.9 % - ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი სერვისის ამოქმედებიდან დღემდე ყველა წლის საშუალო მაჩვენებლებს აღემატება.

ბოლო 10 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 62.29 % - ით გაიზარდა, რაც ერთი მხრივ, სისტემის მიერ მოწყვლადი მოსახლეობის უკეთესი დაფარვით, ხოლო, მეორე მხრივ, მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით შეიძლება აიხსნას.

ხაზგასასმელია ისიც, რომ სისტემა, თავისი შინაარსიდან და ოჯახების სოციალური კეთილდღეობის შეფასების მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, ვერ ხედავს საჭიროების მქონე ყველა ადამიანს და ვერ უზრუნველყოფს მათზე საარსებო შემწეობის გაცემას. შესაბამისად, სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა აღემატება სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვს.

ღირსეული სოციალური შემწეობის სისტემა ჩვენი უფლებაა!

პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“