[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / კვლევა

საარსებო შემწეობის სისტემაზე წვდომა და სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების უფლების დაცვის მექანიზმები

Library Thumbnail Image

მკვლევრები: 

საარსებო_შემწეობის_სისტემაზე_წვდომა_1728323448.pdf

შესავალი

სახელმწიფო დახმარების პროგრამა საქართველოში სოციალური დაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. იგი, თავის თავში, კეთილდღეობის ირის შეფასების (PMT) მეთოდოლოგიის შესაბამისად, შინამეურნეობების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის იდენტიფიცირებასა და ოჯახებისთვის მინიჭებული ქულის საფუძველზე ფულადი დახმარების – სახელმწიფო დახმარების, გაცემას ითვალისწინებს.

მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემა უკვე 18 წელია ფუნქციონირებს და წლიდან წლამდე კიდევ უფრო მეტ ბენეფიციარს ფარავს. 2024 წლის აგვისტოს მონაცემებით, სახელმწიფო დახმარებას 680 833 ადამიანი იღებს, რაც საქართველოს მოსახლეობის 18.43%-ს შეადგენს. ეს რიცხვი გვაჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის ხვედრითი წილი მცირდება, მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა მატულობს, რაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი სეგმენტის სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობაზე მიუთითებს.

სახელმწიფო დახმარების სისტემა, მისი შინარსიდან და ჩართვის პირობებიდან გამომდინარე, რთული და კომპლექსურია. იგი ერთმანეთთან დაკავშირებული არა ერთი ეტაპისგან შედგება, რომელთა ურთიერთქმედება, საბოლოო ჯამში, მთლიანი სისტემის ეფექტიანობის ხარისხზე ახდენს ზეგავლენას.

სახელმწიფო დახმარების სისტემისთვის, ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან ფაზას ოჯახის შეფასების შედეგად მინიჭებული ქულის გადამოწმების ეტაპი წარმოადგენს, რამაც, შესაძლოა, თავის თავში გასაჩივრების კომპონენტიც მოიცვას. ცხადია, ნებისმიერი უფლების რეალიზაციისთვის სამართლებრივი დაცვის მექანიზმებზე წვდომისა და გასაჩივრების შესაძლებლობას არსებითი როლი აკისრია; თუმცა მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემაში უფლებების დაცვის საშუალებებზე წვდომა სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს იმდენად, რამდენადაც მას არა მხოლოდ ადამიანის დარღვეული უფლების აღდგენის, არამედ უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მცხოვრებ პირებზე მინიმალური მხარდაჭერის მიღების უზრუნველყოფის ფუნქცია აკისრია.

მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში ჩართვას, ქულის მინიჭებას, დახმარების შეწყვეტასა და განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო იღებს. მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების ფორმალური შესაძლებლობა არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია იმის ანალიზი, თუ რამდენადაა მორგებული სისტემა ადამიანის საჭიროებებს, რეალურად ითვალისწინებს თუ არა მის სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობას და რამდენად უჭერს მას მხარს.

წინამდებარე კვლევის მიზანია, შეისწავლოს სახელმწიფო დახმარების მექანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი – მინიჭებული ქულის გადახედვა, ასევე, გასაჩივრების ეტაპი, და გამოავლინოს ის ბარიერები, რომლებიც ადამიანებს მნიშვნელოვნად უშლიან ხელს საკუთარი სოციალური უფლებების განხორციელებაში.

­

საარსებო_შემწეობის_სისტემაზე_წვდომა_1728323448.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“