საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ დოკუმენტს: „სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური მოწყობის „ევროპული მოდელი“: ხსნა თუ დაბრკოლება წარმატებული სასამართლო რეფორმის გზაზე“.
დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, საქართველოში კვლავ პრობლემაა ნდობით აღჭურვილი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების არსებობა. თუმცა საქართველო, როგორც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანა, ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. მსგავსი ისტორია აქვს კომუნისტური წარსულის მქონე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა დიდ ნაწილს.
შესაბამისად, 3 ათწლეულის შემდეგ, მნიშვნელოვანია, დაისვას კითხვა - რატომ? სად არის პრობლემა?
საქართველოში, სასამართლო ხელისუფლების მიმართ მუდმივი უკმაყოფილების მიუხედავად, მის წარუმატებლობის მიზეზებსა და გამოსავლის გზებზე ფართო საზოგადოებრივი შეთანხმება ამ დრომდე არ მომხდარა. ბოლო ათწლეულში განხორციელებული რეფორმების შინაარსი უპირატესად საერთაშორისო ვალდებულებებს, კერძოდ კი ევროკავშირთან დაახლოების პროცესში შემოთავაზებულ სასამართლო სისტემის ინსტიტუციური მოწყობის „ევროპულ მოდელს“ მიყვება.
რას გულისხმობს „ევროპული მოდელი“? ეს არის სასამართლოს იმგვარი მოწყობა, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პოლიტიკური ხელისუფლებისაგან სასამართლოს ფორმალურ დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობის მიღწევის საუკეთესო გზად კი ძლიერი მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოების არსებობა მოიაზრება.
მოცემულ დოკუმენტში კრიტიკულადაა გაანალიზებული სასამართლო ხელისუფლების მოწყობის სწორედ ამ მოდელის წარმოშობის ისტორიული, პოლიტიკური და სამართლებრივი წინაპირობები, ნორმატიული ჩარჩო და პრაქტიკაში დანერგვის შედეგები. ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ:
შედეგად, ქართულ სასამართლო სისტემაში არსებობს ყველა ის პრობლემური ასპექტი, რომლისთვისაც სასამართლოს ინსტიტუციური მოწყობის „ევროპულ მოდელს“ სულ უფრო მკაცრად აკრიტიკებენ და სასიცოცხლოდ აუცილებელია ადგილობრივ დონეზე ამ კრიტიკაზე ფართომასშტაბიანი დისკუსიის დროულად დაწყება. სხვა შემთხვევაში, რეფორმის ყოველი შემდგომი მცდელობა მხოლოდ მცდელობად დარჩება და რეალურ, ხელშესახებ შედეგს ვერ მოიტანს.
დოკუმენტი სრულად ხელმისაწვდომია მიმაგრებულ ფაილში.
წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია პროექტის - „დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.
ინსტრუქცია