[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სისხლის სამართლის მართლმსაჯულება / შეფასება

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ყველაზე ხშირად გამოყენებული სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების კრიტიკული ანალიზი

2024 წლის 28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

ამ განცხადებამ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია და იმავე დღეს, თბილისშიც და საქართველოს სხვა ქალაქებშიც, დაიწყო მოქალაქეთა გამოსვლები, რაც ამ დრომდე უწყვეტად გრძელდება.

2024 წლის 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში, სამართალდამცავებმა საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფ არაერთ მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადეს, უკანონოდ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები და უკანონოდ დააკავეს ადმინისტრაციული წესით (400-მდე ადამიანი).

შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავებების მიღმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, 2024 წლის 4-5 დეკემბერს, 13 პირი სისხლის სამართლის წესით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედების საჯაროდ მოწოდების ბრალდებით დააკავეს.

საპროტესტო აქციების ფარგლებში, კიდევ ერთი პირი აფეთქების მომზადების, ხოლო 9 პირი სხვისი ნივთის დაზიანებისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ყველა დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საპროტესტო აქციების გაგრძელების პარალელურად, „თბილისი მოლთან“ გამართული შეკრების დროს, შსს-მ 2025 წლის 4 თებერვალს, 8 პირი სისხლის სამართლის წესით დააკავა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ფაქტზე. ამ შემთხვევაში მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.

საქართველოს პროკურატურა, თითოეულ საქმეზე დაკავებულ პირებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 222-ე, 225-ე, 229-ე, 187-ე და 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავება.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია გააანალიზოს დასახელებული დანაშაულები, კერძოდ, თუ როგორ განიმარტება თითოეული მათგანი სისხლის სამართლის დოგმატიკაში, სასამართლო პრაქტიკაში და რა ძირითადი სამართლებრივი ხარვეზები გააჩნია სსკ-ის აღნიშნულ ნორმებს.

სს_კოდექსის_მუხლები_-_GEO_1748429140.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“