საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ანა სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის გუნდს 2020 წლის დეკემბრიდან შემოუერთდა. ანას საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ადამიანის უფლებათა ანალიზი და სასამართლო სისტემის საქმიანობის შესწავლა. ამ მიზნით სასამართლო სისტემის ინსტიტუციური მოწყობის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, ასევე ადამიანის უფლებათა სხვა საკითხებზე კვლევების მომზადება, რელევანტური საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილებების კვლევა და შესწავლა. ის ასევე მონაწილეობს აღნიშნულ საკითხებზე ანგარიშების, სტატიების, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წინაშე წარსადგენი სტრატეგიული საქმეების მომზადების პროცესში.
პროფესიული გამოცდილება:
2016-2020: უფროსი მრჩეველი - სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო;
2015: სტაჟიორი - სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.
განათლება:
2017-2018: შედარებითი კონსტიტუციური სამართლის სამაგისტრო პროგრამა - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი;
2013-2016: საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი;
2009-2013: იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი.
ინსტრუქცია