საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ხელმძღვანელი: გურამ იმნაძე
გვერდების რაოდენობა: 240
გამოცემის წელი: 2021
ISBN: 978-9941-8-3437-0
მკვლევრები:  თორნიკე გერლიანი, ანა პაპუაშვილი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLoG), მხარდაჭერით, გთავაზობთ კვლევას - „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა საქართველოში“.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ 2020-2021 წლებში წარმოებული კვლევის შედეგად, გამოიკვეთა, რომ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას საქართველოში მრავალი განზომილება აქვს. უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფოს არ აქვს ერთიანი ხედვა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით და ვერ უზრუნველყოფს ამ კუთხით ეფექტიანი პოლიტიკის გატარებას. დღემდე, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საკითხი სასამართლოზე მხოლოდ ტერიტორიულ და ფიზიკურ წვდომამდეა დაყვანილი, ხოლო ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფინანსური, კულტურული, სოციალური ბარიერები - ნაკლები ყურადღება ექცევა. აგრეთვე გამოიკვეთა საკანონმდებლო ბაზის ხარვეზები, სასამართლოსადმი წარსადგენი დოკუმენტაციის შედგენის სირთულე, თარჯიმნებსა და უფასო იურიდიულ დახმარებაზე არასაკმარისი წვდომა, სამართლებრივი ცნობიერების დაბალი დონე და სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ხარისხზე.
ინსტრუქცია