საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გურამი სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) გუნდს 2013 წლიდან შემოუერთდა, ხოლო 2019 წლიდან არის დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა პროგრამების დირექტორებთან ერთად ხელმძღვანელობს ორგანიზაციას. ის უშუალოდ პასუხისმგებელია მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის მართვასა და კოორდინირებაზე. პროგრამის მიზანია ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, სამართლიანი და მაღალი სოციალური მგრძნობელობის მართლმსაჯულების სისტემის შექმნის ხელშეწყობა და მაღალი ანგარიშვალდებულების მქონე, ინდივიდების საჭიროებებზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის შექმნა. ამ მიზნით, პროგრამა მუშაობს სასამართლოში, სამართალდამცავ ორგანოებსა და უსაფრთხოების სექტორში სისტემური რეფორმების მხარდაჭერაზე და აღნიშნული ინსტიტუტების შინაარსობრივ ტრანსფორმაციაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მეტად სამართლიანი, სოლიდარობასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული მმართველობა. როგორც პროგრამის დირექტორი, გურამი პასუხისმგებელია პროგრამის პოლიტიკის, სტრატეგიისა და პოზიციონირების დაგეგმვასა და პროგრამის გუნდთან ერთად მის განხორციელებაზე. მის ფუნქციებს ასევე შეადგენს პროგრამის საქმიანობისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზება, პროგრამის გუნდის საქმიანობის კოორდინაცია, გუნდის მართვა და მისი წევრების მხარდაჭერა.
პროფესიული გამოცდილება
2019-დღემდე: მოწვეული პედაგოგი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2013-2018: მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის პროექტების კოორდინატორი -სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC);
2016-2018: დისტანციური მკვლევარი/ანალიტიკოსი - Human Rights Watch;
2013-2015: მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის იურისტი/მკვლევარი - სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC);
გურამი არის 10-მდე კვლევის/ანგარიშის ავტორი/თანაავტორი, რომლებიც უკავშირდება სამართალდამცავი სისტემის ინსტიტუციურ რეფორმებს, პოლიციის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების განვითარებას, ნარკოპოლიტიკას და უსაფრთხოების სისტემას.
განათლება
2018-2019: სისხლის სამართალი და კრიმინოლოგია (მაგისტრის ხარისხი) - სასექსის უნივერსიტეტი (ინგლისი, დიდი ბრიტანეთი);
2013-2015: სისხლის სამართალი (მაგისტრის ხარისხი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2009-2013: სამართალმცოდნეობა (ბაკალავრის ხარისხი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ინსტრუქცია