საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2019-2021 წლებში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის გარეშემო განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოში ენერგეტიკული პროექტების ინიცირებისა და განვითარების ინსტიტუციური მოწესრიგების საკითხი განახლებული სიმწვავით დააყენა დღის წესრიგში. ენერგეტიკული პროექტები აქამდეც არაერთხელ გამხდარან მწვავე უთანხმოების საგანი; ნამახვანჰესის შემთხვევა გამორჩეულია არა მხოლოდ იმით, რომ მან გამოიწვია განსაკუთრებულად მასშტაბური წინააღმდეგობა, არამედ იმითაც, რომ პროექტის ოპონენტები, პროექტის რომელიმე ერთ განზომილებაზე ფოკუსირების ნაცვლად, თანადროულად ეჭვქვეშ აყენებდნენ მის სხვადასხვა მახასიათებლებს, ყურადღებას ამახვილებდნენ პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობაზე და კითხვებს უსვამდნენ ენერგეტიკული სექტორის სისტემურ მოწესრიგებას.
ნამახვანჰესის შემთხვევამ შექმნა შესაძლებლობა ფართო დისკუსიის საგანი გამხდარიყო ენერგეტიკული პროექტების წამოწყებისა და განვითარების არსებული რგოლები, პრაქტიკები და ეტაპები. ამავე მიზანს ემსახურება წინამდებარე სტატია, რომელიც ცდილობს როგორც არსებული გამოცდილების, ისე სამართლებრივი პრინციპების შუქზე მიმოიხილოს და შეაფასოს ენერგეტიკული პროექტების შემუშავების კანონით დადგენილი პროცედურა. ამისთვის სტატიის პირველი ნაწილი იმ საკანონმდებლო ჩანაწერებს აღწერს, რომლებიც დარგს აწესრიგებს; სტატიის მეორე ნაწილი ყურადღებას ამახვილებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხზე, რაც ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის აუცილებელი წინაპირობაა; სტატიის მესამე, დასკვნითი ნაწილი კი ნამახვანჰესის საკითხს უბრუნდება და საქართველოს მთავრობის მიერ მისი დამტკიცების პროცესს აანალიზებს. სტატიის დასკვნითი ნაწილი განიხილავს 2021 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რომლებმაც ნამახვანჰესის გარშემო მიმდინარე დისკუსიაში გამოვლენილი ხარვეზები, გამოსწორების ნაცვლად, გააუარესეს.
დოკუმენტი სრულად იხ. მიმაგრებულ ფაილში
ინსტრუქცია