[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / ვიდეო / ანალიტიკა

ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს

2021 წლის 22 სექტემბერს „ენკამ“ ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არაა ცნობილი სახელმწიფოს პოზიცია. ამის ფონზე კი, პროექტს გაგრძელების პოტენციალი კვლავ აქვს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მშენებლობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავს და მშენებლობის ნებართვის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს.

„უცნობია ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგებიც და სახელმწიფოს დამოკიდებულება ნამახვანის პროექტის შესაძლო გაგრძელების თობაზე. „ენკას“ განცხადების მიუხედავად ნამახვანის პროექტზე სახელმწიფოს მიერ უკანონოდ გაცემული გარემოსდაცვითი და მშენებლობის ნებართვები კვლავ ძალაშია. უკანონოდ გაცემული ნებართვების გაუქმება დღეისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია", - წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ლინკზე: https://bit.ly/3AxsfLy

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“