[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ნარკოპოლიტიკა / ანგარიში

ნარკოპოლიტიკა საქართველოში - 2022 წლის ტენდენციები

თამარ ფაჩულია 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ყოველწლიურად აფასებს ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებას და ამ მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს.[1] წარმოდგენილი ანგარიში მიზნად ისახავს შეაფასოს 2022 წელს ნარკოპოლიტიკის სფეროში გამოვლენილი ტენდენციები, გამოკვეთოს ძირითადი გამოწვევები და ნარკოტიკულ დანაშაულებში ბრალდებული/მსჯავრდებული პირების, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გასცეს კონკრეტული რეკომენდაციები.

წინა წლების მსგავსად, ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმირების საკითხი არც 2022 წელს წარმოადგენდა პოლიტიკურად აქტუალურ საკითხს ან/და მასობრივი განხილვის საგანს.  საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, არ დანერგილა ნარკოდანაშაულის პრევენციისა და მომხმარებელთა მკურნალობა-რეაბილიტაციის თვისებრივად ახლებური მიდგომები. შესაბამისად, არსებითად არ შეცვლილა ამ სფეროში არსებული გამოწვევები. საანგარიშო პერიოდში, წინა ორი წლისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად შემსუბუქებული/მოხსნილი იყო COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შემზღუდველი ღონისძიებები. ამის გათვალისწინებით, ნარკოვითარების 2022 წლის ტენდენციების მიმოხილვა საინტერესოა ნარკოდანაშაულის გამოვლენაზე პანდემიისა და კოვიდრეგულაციების გავლენის შეფასების კუთხით.

ანგარიში აანალიზებს 2022 წელს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს, მათ შორის, ნარკოდანაშაულის პრევენციის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს, აგრეთვე სტატისტიკურ ინფორმაციას როგორც სისხლის სამართლის პროცესის ცალკეული სტადიების, ისე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეაგირების კონტექსტში.

ეს ანგარიში შექმნილია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველსაყოფად“ და გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე, ევრაზიის ზიანის შემცირების ასოციაციის მიერ გამოცხადებული ქვე-გრანტების პროგრამის, „მდგრადი სერვისები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონის სამიზნე მოსახლეობისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორთა შეხედულებებს.

ნარკოპოლიტიკა_GEO_1702477141.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ 2019-2021 წლებში გამოქვეყნებული ანგარიშები ნარკოპოლიტიკის თემაზე, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3H7zeBc (წვდომის თარიღი: 31.05.2023).

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“