[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / სტატია

ხილული თუ უხილავი: კლიმატის ცვლილება და სოფლად მცხოვრები ქალების შრომა

მარიამ დევიძე 

შესავალი

კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა, რომელიც მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს მსოფლიოს ყველა ქვეყანას. მასზე ანთროპოგენული ფაქტორები, ანუ ადამიანის საქმიანობა ახდენს გავლენას.[1] სოფლის მეურნეობა ადამიანის ერთ-ერთი საქმიანობაა, რომელიც ცვლის კლიმატს, თუმცა ამავე დროს, ამ ცვლილების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ეკონომიკური დარგიცაა.[2] კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC-ის) მიხედვით, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგები აფერხებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების წარმოებასა და წყლის მიწოდებას, რაც აისახება საკვების უვნებლობის, ხელმისაწვდომობისა და ფასის შენარჩუნების საკითხებზე.[3] მსოფლიოში მნიშვნელოვნად შეიცვლება საკვების წარმოების პროცესი[4], ეს ცვლილება კი უფრო გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი გახდება.[5] აღსანიშნავია, რომ კლიმატის შეცვლაში მთავარი წვლილი მდიდარ ქვეყნებსა და მოსახლეობას მიუძღვით[6], მაშინ როცა მისი მავნე შედეგები ღარიბ ქვეყნებსა (მათ შორის, საქართველოსაც) და მოსახლეობის მარგინალურ და მოწყვლად ჯგუფებს უფრო აზარალებს[7], და მათ შორის ქალებიც არიან.[8] ამის შედეგად კი სოციალური და გლობალური უთანასწორობა კიდევ უფრო მწვავდება.[9]

დოკუმენტის, „საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ“, მიხედვით, საქართველოში კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკოსისტემებზე, მოსახლეობასა და ეკონომიკურ დარგებზე, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი დარგია სოფლის მეურნეობა. კლიმატის ცვლილების შედეგად ქვეყნის სხვადასხვა არეალში მიმდინარეობს ნიადაგის ეროზია (გამოფიტვა), მავნე მწერებისა და მცენარეების დაავადებების გავრცელება, ვეგეტაციის პერიოდების ცვლილება, ტემპერატურის, სეტყვების, ძლიერი ქარებისა და გვალვების მატება. ყოველივე ეს უარყოფითად აისახება სოფლის მეურნეობასა და საკვების წარმოებაზე.[10]

სტატისტიკის სამსახურის თანახმად, 2019 წელს საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილმა მხოლოდ 7.4% შეადგინა, თუმცა ამ სექტორში ჩართულია ქვეყანაში დასაქმებული ადამიანების დაახლოებით 40%, რომელთა უმრავლესობაც საკუთარ მცირე მეურნეობას მისდევს. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 75% თვითდასაქმებულია, ძირითადად, სოფლის მეურნეობის სექტორში.[11] გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ანგარიშის მიხედვით, თვითდასაქმებული ქალების 59% წვრილ საოჯახო ფერმერულ მეურნეობაშია ჩართული, და მათი შრომა აუნაზღაურებელი რჩება.[12] იმის გათვალისწინებით, რომ კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვნად ზემოქმედებს სოფლის მეურნეობის სექტორზე, საინტერესოა, როგორ აისახება ეს სოფლად მცხოვრებ და სასოფლო-მეურნეობაში ჩართულ ადამიანებსა და მათ შრომაზე. უფრო კონკრეტულად კი ქალებზე, ვინაიდან, მათი დიდი ნაწილი მცირე მეურნეობებშია ჩართული და ხშირად პასუხისმგებელია ოჯახის საკვების წარმოებაზე. წინამდებარე სტატია შეეცდება, თეორიული და ემპირიული ინფორმაციის მეშვეობით გააანალიზოს ეს საკითხები და ამ კუთხით არსებული ძირითადი ტენდენციები, გორის მუნიციპალიტეტის (სოფელ ქვემო ნიქოზის) მაგალითზე გამოკვეთოს.

მასალა სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

ხილული_თუ_უხილავი_1619612408.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, (2007) კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობოთაშორისო ჯგუფის მე-4 შეფასებითი ანგარიში, რეზიუმე პოლიტიკის გამტარებლებისთვის.

[2] Clapp, J., Newell, P., & Brent, Z. W. (2018). The global political economy of climate change, agriculture and food systems. The Journal of Peasant Studies45(1), 80-88.

[3] Intergovernmental Panel on Climate Change (IPCC), (2014). Climate Change: Impacts, Adaptation and Vulnerability.

[4] Bryant, Christopher R., Kenel Delusca, and Mamadou Adama Sarr. 2016. Introduction. In Agricultural Adaptation to Climate Change. Edited by Christopher R. Bryant, Mamadou A. Sarr and Kenel Delusca. London: Springer, pp. 1–10.

[5] Torquebiau, Emmanual, Jose Tissier, and Jean-Yves Grosclaude. 2015. How Climate Change Reshuffles the Cards for Agriculture. In Climate Change and Agriculture Worldwide. Edited by Emmanual Torquebiau. London: Springer, pp. 1–16. 

[6] IEA, (2011), CO2 emissions from fuel combustion, International Energy Agency.

[7] 1) Hemmati, M., & Röhr, U. (2009). Engendering the climate-change negotiations: experiences, challenges, and steps forward. Gender & Development17(1), 19-32.

2) Okereke, C., & Schroeder, H. (2009). How can justice, development and climate change mitigation be reconciled for developing countries in a post-Kyoto settlement?. Climate and Development1(1), 10-15.

[8] 1) Habtezion, S. (2013). Overview of linkages between gender and climate change. Policy Brief. United Nations Development Programme, New York20.

2) Goh A H (2012) A literature review of the gender-differentiated impacts of climate change on women’s and men’s assets and well-being in developing countries. International Food Policy Research Institute, CAPRi Work. https://doi.org/10.2499/CAPRiWP106. Accessed 20th July 2017

[9] Diffenbaugh, N. S., & Burke, M. (2019). Global warming has increased global economic inequality. Proceedings of the National Academy of Sciences116(20), 9808-9813.

[10] გაეროს განვითარების პროგრამა, (2015), საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ.

[11] საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2019, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021 – 2027.

[12] გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), 2018, გენდერი, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, ქვეყნის გენდერული შეფასების სერია, რომი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“