აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მარიამ დევიძე
ბიოგრაფია
მარიამ დევიძემ 2016 წელს დაამთავრა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკავრო პროგრამა, ძირითადი სპეციალობით – სოციოლოგია (მეორადი - პოლიტიკის მეცნიერება). 2019 წელს დაასრულა თსუ-ის სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამა და მიიღო მაგისტრის ხარისხი სოციოლოგიაში. ასევე, სწავლობდა გრონინგენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები) სამაგისტრო პროგრამაზე „სოციალური ქსელები (Social Networks) მდგრად საზოგადოებებში“. მარიამი 2017-2019 წლებში მკვლევრად მუშაობდა „სოციალური კვლევისა ანალიზის ინსტიტუტში“. ახლა მუშაობს ორგანიზაციაში „მწვანე ალტერნატივა“ კლიმატის ცვლილებისა და განვითარების პროექტების მიმართულებით. მის ძირითად ინტერესებს წარმოადგენს: სოციალური უთანასწორობის საკითხები, მწვანე პოლიტიკა და ეკონომიკა, ინფრასტრუქტურული პროექტების (მათ შორის სამთომოპოვებითი საქმიანობების) მიერ გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედება, კლიმატის ცვლილება და მასთან ადაპტაციის ღონისძიებები.